10:09 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-13 14:06:12, 908 ნახვა

პოლიტიკა
ჯაფარიძე არჩევნების ელექტრონულად ჩატარებაზე - სალაფავია შტერებისთვის

სინამდვილეში რაცაა გასაკეთებელი - ონლაინ ხმის მიცემის დაშვება და საარჩევნო ბარიერის გაუქმებაა,- ასე გამოეხმაურა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, „ქართული ოცნების" ინიციატივას, რომლის მიხედვითაც 2024-ის არჩევნებზე ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებაში ხმას ელექტრონულად მისცემენ.

მისი თქმით, მმართველი პარტია, ჩამოთვლილთაგან არც ერთს არ გააკეთებს, „რადგან ეგრე ივანიშვილი ძალაუფლებას დაკარგავს, ამიტომ ისვრიან ასეთ სალაფავს შტერებისთვის“.

„ელექტრონულად ჩატარება’-ში იგულისხმება ელექტრონული დათვლა. ‘საქართველოში’ იგულისხმება ურბანული ცენტრები.

სინამდვილეში რაცაა გასაკეთებელი - ონლაინ ხმის მიცემის დაშვება, რომ ქვეყნიდან გასულ მოქალაქეებს მიეცეთ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ზედმეტი ბარიერების გარეშე და საარჩევნო ბარიერის გაუქმება.

მაგრამ აქედან არცერთს არ გააკეთებენ, რადგან ეგრე ივანიშვილი ძალაუფლებას დაკარგავს, ამიტომ ისვრიან ასეთ სალაფავს შტერებისთვის“,- წერს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, რომ 2024 წელს საქართველოში არჩევნები ელექტრონულად ჩატარდეს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კერძოდ, ელექტრონული ხმის მიცემა გაამყარებს საზოგადოების ნდობას ხმების დათვლის პროცესის მიმართ, აღმოფხვრის საარჩევნო ოქმებში დისბალანსის პრობლემას და უზრუნველყოფს ამომრჩეველთა 70 პროცენტზე მეტის ხმების დათვლასა და შედეგების გამოქვეყნებას კენჭისყრის პროცესის დასრულებიდან რამდენიმე წუთში.

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
პოლონეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ კრაკოვში მასობრივი სროლაში ეჭვმიტანილს რადიკალური მემერჯვენე შეხედულებები აქვს
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics