13:51 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-12 18:11:25, 1199 ნახვა

პოლიტიკა
ჯაფარიძე ღარიბაშვილს - როგორ შტერად უნდა მიგაჩნდეს საკუთარი მხარდამჭერები, რომ ასეთი იაფფასიანი სალაფავი დაუყარო

როგორ შტერად უნდა მიგაჩნდეს საკუთარი მხარდამჭერები, რომ ასეთი იაფფასიანი სალაფავი დაუყარო კვირაში ერთხელ, ან სწორ პოლიტიკას რას ეძახის?,- ასე გამოეხმაურა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს.

მისი თქმით, „გადასახადებს გაზრდა, რეგულაციების გამკაცრება, ხბოებისთვის მეტლახის დაგება, სასამართლოს გათავისუფლების ნაცვლად ამერიკა-შვეიცარიის გინება არ გაზრდის ეკონომიკას“.

„ექსპრესნიუსი“ ზურაბ ჯაფარიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„დე ფაქტო პრემიერის დღევანდელ ბრიფინგზე:

1. ეკონომიკაზე პროგნოზი გვქონდა რომ 64.8 მლრდ ლარი იქნებოდა, მაგრამ ახლა ადის 72.2 მლრდ ლარზე, რაც 6,500 დოლარიაო.

ვინ ითვლის ეკონომიკის ზრდას ნომინალში? ორ ნიშნა ინფლაცია რომ გვაქვს? ივანიშვილის ხანაში საშუალო წლიური ზრდა გვაქვს დაახლოებით 3%, რაც არის კატასტროფა ჩვენნაირი ქვეყნისთვის

2. რომ არა ჩვენი სწორი პოლიტიკა, ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა როგორც მთელ ევროპას და მსოფლიოსო.

ქვემოთ ცხრილში შეგიძლიათ ნახოთ რა ხდება ევროპაში, 4 ქვეყანას აქვს მხოლოდ ვარდნა. მეტიც, ჩვენზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს მეზობელ სომხეთს.

როგორ შტერად უნდა მიგაჩნდეს საკუთარი მხარდამჭერები რომ ასეთი იაფფასიანი სალაფავი დაუყარო კვირაში ერთხელ, ან სწორ პოლიტიკას რას ეძახის? გადასახადებს ზრდიან, რეგულაციებს ამატებენ, ხბოებს მეტლახს უგებენ, სასამართლოს გათავისუფლების ნაცვლად ამერიკა-შვეიცარიას აგინებენ დედის ძვლებს და ეს ზრდის ეკონომიკას?

3. უცხოური ინვესიტიციები გაიზარდა, შარშანდელზე 2-ჯერ მეტიაო.

ინვესტიციები ითვლება ეკონომიკის მოცულობასთან მიმართებაში, ისე აზრი არ აქვს. შარშან შეიძლება 1 დოლარი იყო და წელს 2. მერე? მაგრამ ასე რომ დათვალონ, ხომ გაირკვევა რომ აქ ფულის ჩადებას პრაქტიკულად აღარვინ რისკავს?

4. ვალს შევამცირებთ მშპ-ს 40%-მდეო.

ვალის შემცირებას ისე გვპირდება, თითქოს ეს ვალი Credit Suisse-მა აიღო. როცა ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში, ვალი 30% იყო. შემდეგ, ეს ძალაუფლება რომ შეენარჩუნებინათ, ეს რიცხვი 60%-მდე გაზარდეს. ახლა 40%-მე ვაპირებთ დაწევასო (გაუგებარია რანაირად) და ამაზე მადლიერი უნდა ვიყოთ.

ეს მოჰყვა დღეს ბიძინას მოურავმა ზარზეიმით

ისევ სალაფავი ჭკუასუსტებისთვის“,- წერს ჯაფარიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics