13:50 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-12 12:39:12, 947 ნახვა

პოლიტიკა
შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც ჟურნალისტურ გამოძიებაში გახმაურებულ ფაქტებს შეისწავლის - „ლელოს“ ინიციატივა

პარტია "ლელო საქართველოსთვის" ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმიანება და გამოდის ინიციატივით, რომ შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომლის ამოცანა იქნება შეისწავლოს ჟურნალისტურ გამოძიებაში გახმაურებული ფაქტები.

როგორც სალომე სამადაშვილმა განაცხადა, გახმაურებული ფაქტები მოითხოვს დაუყოვნებლივ რეაგირებას, რადგან იმ ინფორმაციაში, რომელიც გავიდა ჟურნალისტურ საგამოძიებო სიუჟეტში იკვეთება ძალიან ნათლად ის ფაქტები, რომლებიც შესაძლოა შეადგენდეს როგორც ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, ასევე, საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევას. 

"პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" მიიჩნევს, რომ ჟურნალისტურ გამოძიებაში გაჟღერებული ფაქტების დაუყოვნებლივი გამოძიება სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის გადაუდებელი აუცილებლობას წარმოადგენს. შესაბამისად, "ლელო" გამოდის ინიციატივით, შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომლის ამოცანა იქნება შეისწავლოს ჟურნალისტურ გამოძიებაში გახმაურებული ფაქტები.

მოუხედავად იმისა, რომ საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია, სავარაუდო დანაშაულის შესახებ, გამოძიების დაწყების საფუძველია, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ამ საქმეზე გამოძიების დაწყება, ნაკლებ სავარაუდოა. გამოძიების დაწყების შემთხვევაში, ობიექტურობის მოლოდინი კი, ფუჭია", - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, ნოდარ მელაძის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მოამზადეს სიუჟეტი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს ეხებოდა. "ტვ პირველის" ცნობით, სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი ფარულად ჩაიდა რუსეთის ტერიტორიაზე შეხვედრაზე და შემდგომ უმასპინძლა რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების მაღალი თანამდებობის პირებს თბილისში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics