22:57 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-09 15:29:50, 1447 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ნარკოდანაშაულისთვის 16 პირს, მათ შორის 14 ნარკორეალიზატორს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენის, შენახვის, გასაღების და გასაღების მცდელობის ფაქტზე 14 პირს, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში ჩატარებული გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებების, მათ შორის, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ 14 პირი, ფულადი თანხის სანაცვლოდ, ეწეოდა ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების რეალიზაციას. ასევე 2 ბრალდებული უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს. 2022 წლის 16 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, სასამართლოს შესაბამისი განჩინებების საფუძველზე, ეტაპობრივად ჩატარდა ზემოხსენებულ პირთა საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკები, რის შემდგომაც მოხდა მათი დაკავება.

დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ნაწილებით, აგრეთვე 19,260-ე მუხლის მეხუთე, 19,261-ე მუხლის მეოთხე და 261-ე მუხლის მეშვიდე ნაწილებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics