13:41 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-09 13:00:37, 1068 ნახვა

პოლიტიკა
ჯაფარიძე - 379 ადამიანი უკვე მყავს, რომლებიც მზად არიან ქუჩაში პროტესტზე, ხელის შეშლაზე, და დაუმორჩილებლობაზე

პირველად ცხოვრებაში, ტექნიკური რაღაცებით ვარ დაკავებული, რომ ადამიანები დავაორგანიზო, - პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე გეგმავს, რომ გაზარდოს იმ ხალხის რაოდენობა, ვინც ქუჩაში პროტესტისთვის გამოვა. 

როგორც ჯაფარიძემ "მთავარი არხის" ეთერში საუბრისას განაცხადა, მის „ტელეგრამ“ არხზე 379 ადამიანი უკვე დარეგისტრირდა და გააკეთებს ყველაფერს, რათა ეს რაოდენობა გაზარდოს. 

"პირველად ცხოვრებაში, ტექნიკური რაღაცებით ვარ დაკავებული, რომ ადამიანები დავაორგანიზო. ჩემს „ტელეგრამ “არხზე 379 ადამიანი დარეგისტრირდა, რომლებიც მზად არიან, წამოვიდნენ ქუჩაში პროტესტი და ხელის შეშლაზე, დაუმორჩილებლობაზე, საბოტაჟზე და ეგეთ რაღაცებზე გამოთქვეს მზაობა, რომ გააკეთონ. მე ვიცი, რომ ეს ხალხი არის ეგეთი ხალხი, რომლებიც ამისთვის არიან მზად. ამოცანა მაქვს, რომ ამ ხალხის რაოდენობა გავზარდო და გავხადო რამდენიმე ათეულობით ათასი. ეგეთი ამოცანა მაქვს. ვცდილობ, დღეში ერთხელ ამ ადამიანებს რაღაც ვუთხრა, რაღაც თემასთან დაკავშირებით, რადგან ვხედავ, რომ ბევრ რაღაცებზე წარმოდგენები მაინც გასასწორებელი გვაქვს. ვაკეთებ ყველაფერს საჯაროდ, ვლაპარაკობ ყველაფერს და არაფერს ვმალავ, მათ შორის, გეგმასაც. აქციების დროს არ იცოდნენ რა ხალხი იყო. უნდა იცოდე რა ხალხია და რაზე მოდიან“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics