|
2022-09-09 11:47:08, 1740 ნახვა
სამართალი
თავდაცვის სამინისტრომ მაღალჩინოსნების მიერ თანამშრომელი ქალის სექსუალური შევიწროების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მაღალჩინოსნების მიერ თანამშრომელი ქალის სექსუალურ შევიწროებასა და დისკრიმინაციის ბრალდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, 24 აგვისტოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის შესახებ სამსახურეობრივი შემოწმება დაიწყო. , აღნიშნული საჩივარი წარმოდგენილ იქნა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული თარჯიმნის მიერ, რომელმაც მოგვიანებით წარმოადგინა ცალკეული მტკიცებულებები და გამოიკითხა „საფარის“ ადვოკატის თანდასწრებით. "გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ მიმდინარე წლის 24 აგვისტოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შემოსულ განცხადებაზე, იმავე დღეს დაიწყო გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის შესახებ სამსახურეობრივი შემოწმება. აქვე განვმარტავთ, აღნიშნული საჩივარი წარმოდგენილ იქნა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული თარჯიმნის მიერ, რომელმაც მოგვიანებით წარმოადგინა ცალკეული მტკიცებულებები და გამოიკითხა „საფარის“ ადვოკატის თანდასწრებით. ფაქტის გარშემო გენერალურმა ინსპექციამ ჩაატარა შემდგომი მოქმედებები: გამოკითხა საქმესთან შემხებლობაში მყოფი არაერთი ადამიანი, ასევე, სავარაუდო შევიწროებაში დადანაშაულებული პირი, რომელიც ასევე ხელშეკრულებითაა დასაქმებული. გამოკითხვის, დათვალიერება-დაოქმების პროცესი ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს, რაც საკმაოდ საყურადღებო და შრომატევად პროცედურებს მოიცავს, თუმცა მიუხედავად ამისა, გენერალური ინსპექცია აქტიურად მუშაობს, რათა ერთის მხრივ, მოხდეს ფაქტის შესახებ შემაჯამებელი გადაწყვეტილებისთვის საჭირო ინფორმაციის დროული შეგროვება, არ დაირღვეს უდანაშაულობის პრეზუმფცია და მეორეს მხრივ, სახალხო დამცველს კანონით დადგენილ ვადებში მიეწოდოს წერილით მოთხოვნილი შესაბამისი ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჯანსაღი ორგანიზაციული კლიმატის ჩამოყალიბებას და გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვასა და განმტკიცებას, რაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამ კუთხით, თავდაცვის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს როგორც პარტნიორ ქვეყნებთან ასევე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან,"- ვკითხულობთ განცხადებაში.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)