|
2022-09-08 18:42:38, 1137 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია - სანქცირებული ირანული თვითმფრინავი საქართველოს გავლით გაფრინდა და რუსეთში დაეშვა
პარტია "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, 4 სექტემბერს საქართველოს გავლით აფრინდა ირანული თვითმფრინავი, რომელიც სანქცირებულ ავია კომპანია Iran Air-ს ეკუთვნის. ხოშტარიას თქმით, სატვირთო თვითმფრინავი დაეშვა რუსეთის აეროპორტებში და არსებობს ვარაუდი, რომ ირანი სწორედ ამ გზით აწვდის იარაღს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ. "2022 წლის 4 სექტემბერს საფრენი საშუალება ბოინგ 747, ტიპი B742 აფრინდა ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიიდან, ქალაქ რაშტ-თან არსებული აეროპორტიდან, რომელსაც ორგვარი - სამოქალაქო და სამხედრო სტატუსი აქვს. თვითმფრინავი ამერიკის მიერ სანქცირებულ ავია კომპანია Iran Air-ს ეკუთვნის. სანქცირების ოფიციალური მიზეზი სამხედრო შეიარაღებისა და სამხედრო პერსონალის ირანის საზღვრებს მიღმა ტრანსპორტირება გახდა. თვითმფრინავმა ქალაქ ერევანთან მდებარე ზვარტნოტსის აეროპორტთან გათიშა სარადარო სისტემა. სავარაუდოდ ფრენასაქართველოს გავლით განხორციელდა, რადგან აზერბაიჯანმა საკუთარი საჰაერო სივრცე არ დაუთმო ირანიდან რუსეთში მიმავალ სატვირთო თვითმფრინავს. 5 სექტემბერს იგივე საფრენი საშუალება კასპიის ზღვის გავლით დაბრუნდა ირანში. ისრაელის ერთი-ერთი მედია საშუალების მტკიცებით, ათობით ირანის ისლამური რევოლუციური გუშაგთა კორპუსის კუთვნილი სატვირთო თვითმფრინავი დაეშვა რუსეთის აეროპორტებში უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ. ბოლო მიწოდება სწორედ 4 სექტემბერს განხორციელდა. ირანის რევოლუციური გუშაგთა კორპუსი აშშ-ს ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ჰყავს შეყვანილი. არსებობს ვარაუდი, რომ ირანი სწორედ ამ გზით აწვდის იარაღს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ", - განაცხადა ხოშტარიამ.
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
პოლონეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ კრაკოვში მასობრივი სროლაში ეჭვმიტანილს რადიკალური მემერჯვენე შეხედულებები აქვს
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)