14:27 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-08 13:50:22, 749 ნახვა

პოლიტიკა
ჯაფარიძე - არაფერს ბიძინა არ შეასრულებს, ძალაუფლებას არ დათმობს, უნდა წავართვათ

„გირჩი- მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოების იმ ნაწილს მიმართავს, რომელსაც მმართველი პარტიის მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების სჯერა.

ჯაფარიძის მოსაზრებით, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი  და მისი მიზნები არ შეიცვალება.

"იქნებ აპირებენ იმ 12 პუნქტის შესრულებას’ ხალხისთვის:

1. ეს 12 პუნქტი საჭირო რომ გახდა ბიძინას პირდაპირი დამსახურებაა. ბიძინამდე, ანუ სანამ ბურიატიის კავკასიურ ნაირსახეობად ვიქცეოდით, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე პირველები ვიყავით და მნიშვნელოვნად ვუსწრებდით ყველას. ბიძინამ გაგვაბანძა, მიზანმიმართულად.

2. ამ 12 პუნქტში რაც წერია, უდიდესი ნაწილი 19 აპრილის შეთანხმებაშიც ეწერა. ამ შეთანხმებაზე, ოპოზიციის მხრიდან ხელმოწერამდე, ბიძინა, კობახიძე-თალაკვაძის პირებით იძახდა მე ამ პუნქტებს მაინც შევასრულებ ოპოზიციამ სულ რომ არ მოაწეროს ხელიო. მერე სასამართლოში კლანი ჩააბეტონა და შეთახმებიდან საერთოდ გავიდა.

3. კანდიდატის სტატუსის საკითხის გადაწყვეტამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში, თან დედის ტრაკი აგინებინა თავის მონებს დასავლეთისთვის, თან იქით აშანტაჟებდა ღარიბაშვილის პირით, თუ სტატუსს არ მოგვცემთ, პირს გავაღებთ და ყველაფერს მოვყვებითო.

4. უშუალოდ სტატუსის საკითხის გადაწყვეტამდე დაიჭირა გვარამია, მსხვილი ოპოზიციური არხის მფლობელი, უბრალოდ ასე უნდოდა და იმიტომ, როცა ზუსტად იცოდა რომ ამას არავინ გაუტარებდა დასავლეთში.

5. სტატუსის არ მიღება, კობახიძის პირით დააბრალა არა იმას რომ 10 წლის განმავლობაში ძალაუფლება სრულად მიიტაცა, არჩევნები ზედიზედ აყალბა და არ დატოვა არცერთი დამოუკიდებელი დემოკრატიული ინსტიტუტი, არამედ იმას რომ გეოგრაფიულად შორს ვართ ევროკავშირისგან და ჩვენთან ომი არ არის.

6. სტატუსზე უარის შემდეგ გამოჰყო 4 მონა, რომლებიც, იმედ/პოსტვ-ისთვის დაქირავებულ ‘ექსპერთა’ დოღთან უნისონში დღემდე დედას აგინენებს დასავლეთს, ‘პა პანიაწიამ’ აკაჩავებს ამერიკის და შვეიცარიის ელჩებს, დასავლელ პოლიტიკოსებს, ამერიკის აგენტებს ეძახიან ყველას ვინც ბიძინას სისტემას ებრძვის.

7. დღემდე, დე ფაქტო უმაღლესი თანამდებობის პირების პირით საჯაროდ ამტკიცებს რომ ამერიკა აშანტაჟებს შვიეცარიას, რომ კრედიტ სუსმა არ მისცეს ბიძინას მისი ფული სანამ საქართველო არ დაუწყებს რუსეთს ომს.
აღარ გახსოვთ ეს ყველაფერი?

გახსოვთ, მაგრამ იმედი გაქვთ ბიძინა ან მისი მიზნები შეიცვალა?

სასწაულების გჯერათ?
სულელები ხართ?

არაფერს ბიძინა არ შეასრულებს. ძალაუფლებას ის არ დათმობს. უნდა წავართვათ. ისე არ იქნება ევროპა, უსაფრთხოება, მშვიდობა და 'კაი ცხოვრება'. ჯამი ჭურჭელია,"- წერს ჯაფარიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics