18:29 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-08 11:01:26, 1461 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „აგროკონსორციუმის“ პროდუქცია ექსპორტზე გადის

საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან თანამშროლობით წეროვანში კომპანია „აგროკონსორციუმი“ ყველისა და ნაღების წარმოებასთან ერთად, სოუსების წარმოებას ავითარებს. კომპანიის პროდუქციიდან ჩილის სოუსი და ნატურალური კარაქი კი უკვე ექსპორტზე, ამიერკავკასიის ქვეყნებში გადის. პროექტის ჯამური ღირებულება 973 000 ლარია. ბანკის ინვესტიცია 417 000 ლარს შეადგენს. 

„ჩვენი კომპანია გამოირჩევა იმით, რომ დივერსიფიცირებულია რამდენიმე მიმართულებით და ვაწარმოებთ, როგორც ყველს, ნატურალურ კარაქს, სპრედებს და  სპეციალურ ცხიმებს, ასევე, სოუსებს. საწარმოს გააჩნია ტიპოგრაფია და შესაფუთი მასალების დამზადების საამქრო, რაც მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას გვანიჭებს. გასულ წელს 825 000 კგ ყველი ვაწარმოეთ, ხოლო წარმოებული სპრედების რაოდენობამ  781 000 კგ-ს მიაღწია.  გვინდა ჩილის და სხვა სოუსების მოდერნიზება და ავტომატიზაცია მოვახდინოთ. ქარხანაში, ადგილზევე დავამზადებთ ბოთლის შესაფუთ ეტიკეტებსა და თავსახურებს, მოდერნიზებას გავუკეთებთ დაფასოებასაც. ამით საამქროს საწარმოო სიმძლავრეები მნიშვნელოვნად გაიზრდება და შევძლებთ  როგორც  ადგილობრივ,   ასევე რეგიონალურ ბაზარზე კიდევ უფრო მეტი წილის დაკავებას“,- განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა, ლევან ბერიაშვილმა.

„ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტია. ჩვენ მუდმივად მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ისეთ ბიზნესს, რომელიც წარმატებით ავითარებს საქმიანობას, გადის ექსპორტზე და მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე“, - განაცხადა  საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა, გრიგოლ სალიაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics