15:10 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-06 14:42:32, 570 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი „დიდება უკრაინას“ კონფერენციაზე - ეს არის ტიპური რადიკალური დღის წესრიგი

ყველა, ვინც თავს მიიჩნევს ქართველი ხალხის მეგობრად, ვალდებულია, ფოკუსირებული იყოს იმაზე, რომ არ მოხდეს რადიკალური დღის წესრიგის წახალისება - რადიკალური ჯგუფებისთვის ტრიბუნის დათმობა, სწორედაც რომ ახალისებს და ნორმად აქცევს რადიკალიზმს, რაც საბოლოო ჯამში ქართველ ხალხს ვნებს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

პაპუაშვილი ოპონენტების განცხადებებს გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ არ ესწრება თბილისის საერთაშორისო კონფერენციას.

„გუშინაც ვთქვი, დღესაც გავიმეორებ: ჩვენი ამოცანა, მათ შორის, 12 პუნქტის ერთ-ერთი პუნქტია დეპოლარიზაცია, რომელიც, ძირითადად, განპირობებულია ოპოზიციის ნაწილის რადიკალიზაციით. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ყველა, ვინც თავს მიიჩნევს ქართველი ხალხის მეგობრად, ფოკუსირებული უნდა იყოს იმაზე, რომ არ მოხდეს რადიკალური დღის წესრიგის წახალისება. ხოლო რადიკალური ჯგუფებისთვის ტრიბუნის დათმობა, სწორედაც რომ ახალისებს და ნორმად აქცევს რადიკალიზმს, რაც საბოლოო ჯამში ქართველ ხალხს ვნებს. იცით, რომ ამ კონფერენციაზე, მათ შორის, პანელებზე, წარმოდგენილები არიან რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები, რომლებმაც მიაგდეს პარლამენტის მანდატები, დღემდე არ აღიარებენ პარლამენტის ლეგიტიმაციას, დღემდე საუბრობენ რეჟიმის ცვლილებაზე და მათ შორის, თქვენ, მოგიწოდებენ რომ დაყაროთ ხალხის მიერ თქვენთვის მონიჭებული მანდატები - ეს არის ტიპიური რადიკალური დღის წესრიგი და ტრიბუნის მიცემა რადიკალური ჯგუფებისთვის მხოლოდ ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს. ეს არის მიზეზი, რატომაც არ მივიღე მონაწილეობა. 

ქართველი ხალხის წინაშე ჩემი პასუხისმგებლობა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, არის იმაში, რომ არ წავახალისო რადიკალური დღის წესრიგი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რომ უცხოელი დიპლომატები საქართველოში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია "დიდება უკრაინას!" ფარგლებში ჩამოვიდნენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics