15:55 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-06 13:36:09, 647 ნახვა

პოლიტიკა
გოგაშვილი - „ოცნებამ“ ძალოვანების მნიშვნელოვანი ნაწილი ძაღლობად გადააქცია

ოფიცრებო, ნუ მისცემთ უფლებას დაგაბრუნონ ძაღლობაში, რა ხელფასსაც იღებთ - ვალებში, გზაში და საჭმელში არ გყოფნით, ნუ გაათელინებთ თქვენს ღირსებას ბოლომდე ამ ორკებს, ნუ იცხოვრებთ დღევანდელი დღით და თქვენს შვილებს ნუ მოუსპობთ მომავალს,-  ამის შესახებ, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს არ არის სხვისი ჭირი, მათ უნდა ეყოთ გამბედაობა ემსახურონ საქართველოს და არა „პუტინის, ბიძინას და კოლაბორანტ მარიონეტებს“.

„16 ივლისს, ღამით, ჩვენი, გოგაშვილების წინააღმდეგ რაშისტი ოცნების დავალებით ბინძური პროვოკაცია მოაწყო მილიციამ და გაიშნიკებმა. დიახ, ეს არ იყო უსაფრთხოების ოფიცრების სპეცრაზმი, არც კანონმორჩილი პოლიცია, არცერთ დროში საამაყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. უკანონო სპეცოპერაცია ჩაატარა ძაღლობამ, რათაც გადააქცია ოცნებამ ძალოვანების მნიშვნელოვანი ნაწილი და სურს ბოლომდე ასე გადააქციოს ყველა ,,თევზი თავიდან ყროლდება’’.

ჩვეულებრივ წესად აქციეს უკანონო ბრძანებები, პოლიტიკური დავალებები, ამომრჩევლების ხმების მობილიზება-მოპარვა, უკანონო თვალთვალი, მოსმენა და ჩადება. ღირსება შერჩენილო ოფიცრებო, ხო კარგად იცით თქვენი უფროსობის განცხრომისა და ფუფუნებაში ცხოვრების ამბავი მაშინ, როდესაც თქვენ რიგითები ვალებში იხრჩობით, ქვეყნიდან გაქცევას ფიქრობთ, რომ ვალები დაფაროთ და ოჯახები არჩინოთ. შსს-ში და სუსში მუშაობის პერიოდში მე გავიცანი ბევრი ღირსეული, პროფესიონალი და პატრიოტი ოფიცერი. მათ მინდა მივმართო კითხვით - თქვენ ხომ კარგად იცით, რაც ხდება სისტემაში. რუსული სპეცსამსახურების დირექტივით რომ გამუშავებენ, ხომ იცით? სუსის ოფიცრებმა ხომ კარგად იცით, ვინ არიან ადამია და რომანოვსკი? (ვისი საჩივრითაც აღძრეს საქმე ჩემს წინააღმდეგ). ისინი რომ რუსული სპეცსამსახურების აგენტები არიან და პატრიარქის წინააღმდეგ მუშაობენ, ესეც ხომ იცით? 10 წლის განმავლობაში ერთი რუსი ჯაშუში არ დაგიკავებიათ, მაშინ, როდესაც ქვეყანა სავსეა აგენტებით. პრივილეგირებულ კრიმინალებს, რომლებსაც მფარველობს ოცნება, თქვენ ახლოსაც ვერ ეკარებით.

ოფიცრებო, ნუ მისცემთ უფლებას დაგაბრუნონ ძაღლობაში, რა ხელფასსაც იღებთ - ვალებში, გზაში და საჭმელში არ გყოფნით, ნუ გაათელინებთ თქვენს ღირსებას ბოლომდე ამ ორკებს, ნუ იცხოვრებთ დღევანდელი დღით და თქვენს შვილებს ნუ მოუსპობთ მომავალს. ეს ყველა უბედურება, რაც ხდება ირგვლივ, თქვენც გეხებათ. ეს არ არის სხვისი ჭირი, გეყოთ გამბედაობა ემსახუროთ საქართველოს და არა პუტინის ბიძინას და კოლაბორანტ მარიონეტებს.

სოსო გოგაშვილი

306-ე საკანი“,- წერს გოგაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვას ედავება.

15 ივლისს, სოსო გოგაშვილის სახლში სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც ის დააკავეს. დაკავების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics