10:45 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-06 11:27:45, 938 ნახვა

პოლიტიკა
ჰოჯესი - საქართველოს მომავალი უკეთესი გახდება, როგორც კი უკრაინა რუსეთს დაამარცხებს

ჩვენ გვიკვირს, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს არ გმობს, როგორც აგრესორს,- ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მომავალი დაუყოვნებლივ უკეთესი ხდება, როგორც კი უკრაინა რუსეთს დაამარცხებს, ამიტომ ყველა ისტორიის სწორ მხარეს უნდა იდგეს.

„მე ვფიქრობ, თავად ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, რამდენად მნიშვნელოვანია ევროკომისიის რეკომენდაციები. დიახ, მე ვთვლი, რომ ეს გამოწვევებით სავსე სტანდარტებია, მაგრამ ყველა მათგანი მიღწევადია, თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ მათი შესრულება საჭიროა.

მთავრობაში მყოფ ხალხს არ უნდა ეშინოდეს დებატების, პროტესტისა და ჟურნალისტების. პირიქით, მათ უნდა უნდოდეთ აქ მოსვლა, ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხების გაცემა და განმარეტება იმისა, თუ რას და რატომ აკეთებენ.

აბსოლუტური ნონსენსია, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა სურს. ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, ერთ-ერთი საუკეთესო დიპლომატია, რომელიც ჩვენ გვყავს, რომლითაც ძალიან ვამაყობთ. ამიტომ, ის ბრალდებები, რომლებიც მის მიმართ ისმის, ნონსენსია. ჩვენ გვიკვირს, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს არ გმობს, როგორც აგრესორს, რადგან საქართველოს მომავალი დაუყოვნებლივ უკეთესი ხდება, როგორც კი უკრაინა რუსეთს დაამარცხებს, ამიტომ ყველა ისტორიის სწორ მხარეს უნდა იდგეს“,- განაცხადა ჰოჯესმა.

შეგახსენებთ, რომ უცხოელი დიპლომატები საქართველოში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია "დიდება უკრაინას!" ფარგლებში ჩამოვიდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
პოლონეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ კრაკოვში მასობრივი სროლაში ეჭვმიტანილს რადიკალური მემერჯვენე შეხედულებები აქვს
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics