|
2022-09-06 11:22:22, 1586 ნახვა
სამართალი
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 10 პირი დააკავა, მათგან 4 ნარკორეალიზატორია [ვიდეო]
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში, სხვადასხვა დროს ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 10 პირი დააკავეს, მათ შორის 4 ნარკორეალიზატორია. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული არიან: 1952 წელს დაბადებული რ.ა., 1961 წელს დაბადებული ი.ა.,1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ქ., 1988 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ჯ.ჭ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად 1983 წელს დაბადებულ ზ.ნ. -ს, 1987 წელს დაბადებული გ.დ.-ს, 1988 წელს დაბადებული ლ.ა.-ს. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით არიან ასევე დაკავებულები 2002 წელს დაბადებული,უცხო ქვეყნის მოქალაქე ა.ო. და 1974 წელს დაბადებული გ.დ., ხოლო 1981 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე ნ.ტ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ,,დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში“ დააკავეს. დანაშაულები 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცების სახით ამოიღო, ასევე ამოღებულია ნარკოტიკის უკანონო გასაღების შედეგად მიღებული ფული. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ასევე ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები მათ შორის 1 კილოგრამზე მეტი „ჰეროინი“, „სუბოქსინი“, "ალფა პვპ", 45 შეკვრად დაფასოებული „მეტადონი,“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „კოკაინი“ და „მეტადონი“. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი მე-3, მე-5, მე-6, მე-7 ნაწილებით, სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)