15:55 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-06 10:21:14, 652 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - რადგან „ისფედი“ გახდა პოლიტიკური სუბიექტი, ვერ ჩავრთავთ იმ პროცესში, სადაც ერთვებიან არასამთავრობო ორგანიზაციები

როგორც კი არასამთავრობო ორგანიზაცია აყენებს პოლიტიკურ მოთხოვნას, მაშინვე ის ხდება პოლიტიკური სუბიექტი. რადგან „ისფედი“ გახდა პოლიტიკური სუბიექტი და არც უნდა გამოვიდეს ამ როლიდან, შევთავაზეთ და არ გაემიჯნა, რა თქმა უნდა, მას ვერ ჩავრთავთ იმ პროცესში, სადაც ერთვებიან არასამთავრობო ორგანიზაციები - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

"ისფედი“ არის ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც გააყალბა „პივიტი“, ვაპატიეთ, ვილაპარაკეთ ამაზე, მაგრამ მერე რაღაც პროცესებში ჩავრთეთ. სადამდე მივიდა ეს ყველაფერი - სცენაზე გამოვიდნენ, მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და ტექნიკური მთავრობის შექმნა , პირდაპირ პოლიტიკური მოთხოვნა დააყენეს პარლამენტის შენობის წინ აღმართულ სცენაზე. აქაც კი მაქსიმალურად რბილი დამოკიდებულება ვაჩვენეთ და ვთქვით, რომ თუ გაემიჯნებიან იმ წინა პოლიტიკურ მოთხოვნას და აჩვენებენ, რომ დაუბრუნდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის როლს, მაშინ კი ბატონო, ჩაერთონ საპარლამენტო სამუშაო პროცესებში. ესეც კი არ გააკეთეს და ვიღაცეებს უნდათ, რომ ისფედი მაინც ჩაერთოს, ანუ, რადიკალიზმი წარმოაჩინოს ნორმად, ამას რა თქმა უნდა, ვერ დავუშვებთ. როგორც კი არასამთავრობო ორგანიზაცია აყენებს პოლიტიკურ მოთხოვნას, მაშინვე ის ხდება პოლიტიკური სუბიექტი. ეს არის ორჯერ ორი ოთხი პოლიტიკის თეორიაში. რადგან ისფედი გახდა პოლიტიკური სუბიექტი და არც უნდა გამოვიდეს ამ როლიდან, არ გაემიჯნა, შევთავაზეთ და არ გაემიჯნა, რა თქმა უნდა მას ვერ ჩავრთავთ იმ პროცესში, სადაც ერთვებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, იმიტომ, რომ „ისფედი“ აღარ არის არასამთავრობო ორგანიზაცია“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics