15:54 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-05 15:53:08, 597 ნახვა

პოლიტიკა
ჰერბსტი - ბოლო წლებში საქართველოს პროგრესი არ ჰქონია, ის სულ უფრო უკან მიიწევს

საქართველოსა და უკრაინას ერთი და იგივე ინტერესები აქვთ, რადგან ისინი ერთსა და იმავე საფრთხის წინაშე დგანან. - ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა, ჯონ ჰერბსტმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ბოლო წლების განმავლობაში პროგრესი არ ჰქონია და მეტიც, უკან მიიწევს და სწორედ ამიტომ მოხდა, რომ უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს კანდიდატის სტატუსი, საქართველომ კი ვერა.

"საქართველოსა და უკრაინას ერთი და იგივე ინტერესები აქვთ, რადგან ისინი ერთსა და იმავე საფრთხეების წინაშე დგანან. მე არ მინდა, დეოლიგარქიზაცია რომელიმე პიროვნებას დავუკავშირო, მაგრამ ნათელია, რომ ის 12 რეკომენდაცია, რომელიც ევროკავშირმა გასცა, არის წინაპირობა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ბოლო წლებში საქართველოს, გულწრფელად რომ ვთქვათ, პროგრესი არ ჰქონია. მეტიც, ეს ქვეყანა უკან მიიწევს და სწორედ ამიტომ მოხდა, რომ უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს კანდიდატის სტატუსი, საქართველომ კი ვერ მიიღო". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics