15:54 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-05 13:21:48, 893 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ხანძრების სამომავლო მშენებლობების გეგმებთან დაკავშირება მიზანმიმართული სიცრუეა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის შემოგარენში ტყის მასივებში გაჩენილი ხანძრის თემას გამოეხმაურა  და   მის შესაძლო კავშირს იქ სამომავლო მშენებლობების  გეგმებთან, მიზანმიმართული სიცრუე უწოდა.   

თბილისის მერის თქმით, წარსულს ჩაბარდა ის პრაქტიკა, როდესაც მშენებლობები რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე ხორციელდებოდა. 

„საბედნიეროდ, ჩვენი ეს წლები ჩავაბარეთ წარსულს 2012 წელს, როდესაც ხდებოდა ტყეების გაჩეხა, რეკრეაციული სივრცეების, სპორტული მოედნების ხარჯზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში, როდესაც ამას აკეთებდნენ. ჩვენ და პირადად მე კი, არაერთი მნიშვნელოვანი სივრცე დავუბრუნეთ დედაქალაქს. ჩვენ ეს მიდგომა გვექნება. 

რაც შეეხება ზონებს, როდესაც ხდება ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის სტატუსის მინიჭება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ აუცილებლად ტყე უნდა იყოს ან ხეები იყოს დარგული“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ სახანძრო ეკიპაჟების დაგვიანებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას ასევე, დეზინფორმაცია უწოდა და განაცხადა, რომ მსგავსი განცხადებები მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანს ემსახურება.

„ეს არის ტყუილი. თქვენ მიზანმიმართულად ცდილობთ, საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში და ეს არ არის პირველი შემთხვევა. საზოგადოება კარგად ხედავს ყველაფერს. ჩვენ გვყავს გმირი მეხანძრე-მაშველები. მინდა, თითოეულ მათგანს დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რაც მათ გააკეთეს ბორჯომის ხეობაში, იმისთვის, თუ როგორ ემსახურებიან ამ ქვეყანას და მის თითოეულ მოქალაქეს. თავისი სიცოცხლის ფასადაც მზად არიან, ყოველდღიურად ემსახურონ სამშობლოს. თქვენ კი ცდილობთ, ტალახი ესროლოთ ადამიანებს, ჩრდილი მიაყენოთ, მაგრამ არაფერი გამოგივათ. თქვენს ბინძურ კამპანიას საზოგადოების მხრიდან ყოველთვის მოჰყვება რეაგირება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics