|
2022-09-05 12:56:50, 957 ნახვა
პოლიტიკა
მელია - უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად საქართველოში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ შექმნილი "უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის" განსამუხტად საქართველოში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს. მელიამ გამართულ ბრიფინგზე სამ-პუნქტიანი სტრატეგიული გეგმა წარადგინა, რაც მისი თქმით, ამ მიზნის მისაღწევად დაეხმარება. "30 წლის წინ საქართველომ თავი დააზწია დიდი ბრძოლის შედეგად იმპერიულ წიაღს თავი დააღწია და განაგრძო სვლა ევროპისკენ. ეს სვლა ხან იყო უფრო სწრაფი, ხან იყო უფრო ნელი, მაგრამ სვლა არასოდეს შეჩერებულა, არასოდეს შეჩერებულა დღევანდელ დღემდე, სამწუხაროდ და ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც ვევროპულ პერსპექტივებთან, ჩვენ როგორც საქართველოს მოქალაქეები და სახელმწიფო - საქართველო. ჩვენი ბედის უკუღმართობით, ამ ისტორიულ მომენტში ქვეყნის მართვის სადავეებთან არის „რუსული ოცნება“, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებს და საქართველოს მიათრევს უკან, იმპერიულ წიაღში. არადა ხალხის ნება არის ევროპა. ამ გზაზე პირველი და გადამწყვეტი ნაბიჯია, რომ საქართველომ ევროკავშირის მიიღოს კანდიდატობის სტატუსი. ოლიგარქის „ოცნება“ კი სრულიად საპირისპიროს აკეთებს. ის დაუპირისპირდა ხალხს და ასეთი ხელისუფლება უნდა შეიცვალოს ძალიან მალე. დასაკარგი დრო ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს. ეს უნიკალური შესაძლებლობების ფანჯარა შეიძლება ძალიან მალე დაიხუროს და ამაში დამნაშავე ვიქნებით ყველანი, თითოეული ჩვენგანი. სწორედ ამიტომ, შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ჩვენი, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ნაბიჯი, მოქმედება, აქტივობა იქნება მიმართული ამ მიზნის მისაღწევად, ამ ისტორიული ამოცანის შესასრულებლად. და რა არის ჩვენი სტრატეგიული გეგმა: 1. მრავალფეროვანი პოლიტიკური აქტივობები და სხვადასხვა სახის და ფორმის საპროტესტო ღონისძიებები ვადამდელი არჩევნების მისაღწევად. 2. უწყვეტი ურთიერთობა ჩვენს მოქალაქეებთან. ვესაუბრებით ყველგან ქალაქებსა და სოფლებში, ქუჩებსა და სკვერებში ევროპული არჩევანის დაცვისა და ვადამდელი არჩევნების აუცილებლობაზე. მოქალაქეებს წარვუდგენთ ხედვებს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას უახლოეს თვეებში ევროკავშირის კანდიდატობის მისაღებად. როგორ ქვეყანას ავაშენებთ ცვლილებების შემდეგ. მდიდარი სახელმწიფო, წარმატებული ადამიანები, სადაც გამორიცხული იქნება, ძალაუფლება ერთი ჯგუფის ხელში აღმოჩნდეს. თავდადებით და შემართებით უნდა გავაჩინოთ გამარჯვების რწმენა, გავაძლიეროთ ნდობა და გავააქტიუროთ სულ უფრო და უფრო მეტი მოქალაქე. 3. უცხოელ პარტნიორებთან ინტენსიური კომუნიკაცია და აშკარაა, რომ ჩვენი მეგობრები საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ, რომ „რუსული ოცნების“ პირობებში საქართველომ გადაუხვია დასავლელ გზას და საბოლოოდ რუსული ორიენტირი აირჩია საბოლოოდ. ვაღიაროთ, მათი მხრიდან ასეთი განწყობა არ იყო არც 2020 არც 2021 წლებში,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)