18:28 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-05 11:30:22, 3765 ნახვა

ეკონომიკა
"თიბისი კაპიტალი" მთავარი ეკონომისტისგან ყოველკვირეულ განახლებას აქვეყნებს

 "თიბისი კაპიტალი" მთავარი ეკონომისტისგან ყოველკვირეულ განახლებას აქვეყნებს. ივლისში ეკონომიკის ზრდამ 9.7% შეადგინა, რაც შესაბამისობაშია სრული 2022 წლისათვის თიბისი კაპიტალის 10%-ზე მეტი მაჩვენებლის მოლოდინთან. სავალუტო შემოდინებები ძლიერია, ფისკალური სტიმული კი, ივლისში შედარებით გააქტიურების ფონზე, ჯამურად მნიშვნელოვნად უარყოფითია. საბანკო დაკრედიტების კუთხით, ივლისი სუსტი იყო, თუმცა გასათვალისწინებელია კორპორატიულ სეგმენტში დავალიანების წინმსწრებად დაფარვის ზეგავლენა.

წინა კვირაში, ასევე, აგვისტოს სამომხმარებლო ფასების ინფლაციის დინამიკაც გამოქვეყნდა. თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად, წლიური ინფლაცია 11.5%-დან, 10.9%-მდე შემცირდა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ივლისისაგან განსხვავებით, ფასების წლიური ზრდის ტემპის შენელება წინა წლის საბაზო ეფექტით არ იყო გამოწვეული. არამედ, უკვე აგვისტოში ივლისთან შედარებით პრაქტიკულად ნულოვანი ინფლაცია დაფიქსირდა.

მოლოდინების კუთხით, მნიშვნელოვან ცვლილებებს ადგილი არ აქვს. წლის ბოლოს, სამომხმარებლო ფასების ინფლაცია დაახლოებით 7.4%-ით ან, თიბისი კაპიტალის აზრით, შესაძლოა უფრო ნაკლები მაჩვენებლითაც კი განისაზღვროს. ეს, აგვისტო-დეკემბრის პერიოდში, ფასების სეზონური მატების გამორიცხვით, დეფლაციას გულისხმობს.

ასევე აღსანიშნავია, რომ ინფლაციის დინამიკის ცვლილება ჯერჯერობით უფრო იმპორტული პროდუქციის ფასების შემცირებით არის გამოწვეული, რადგან გაანგარიშებულ ადგილობრივ ინფლაციას შედარებით განსხვავებული დინამიკა აქვს. თუმცა, როგორც ეს თიბისი კაპიტალის ეკონომიკის შესაძლო გადახურების თემაზე თემატურ პუბლიკაციაშია აღნიშნული, არ ვფიქრობთ, რომ ჯამური ინფლაციის მოსალოდნელი შემცირების ფონზე, სამომხმარებლო კალათის გარკვეული, მნიშვნელოვანი ნაწილის ფასების ცვლილება არსებითად განსხვავებული იქნება.

გაეცანით პუბლიკაციას სრულად ბმულზე.

 

 

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics