2022-09-03 17:05:18, 2557 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირის ელჩი რუსეთში თანამდებობას ტოვებს
ჩემს პოსტს მშვიდად ვტოვებ. - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა რუსეთში, მარკუს ედერერმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო.
"ჩემს პოსტს მშვიდად ვტოვებ. ვფიქრობ, რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე, ჩვენ ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა სივრცე, რომელიც სულ უფრო შეზღუდული იყო ხელისუფლების მიერ, ჩვენ ვცდილობდით ეს სივრცე ღია ყოფილიყო". - ნათქვამი განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება თუ ვინ ჩაანაცვლებს ევროკავშირის ელჩს რუსეთში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,