16:48 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-03 15:51:27, 1354 ნახვა

პოლიტიკა
ხაზარაძე - სამი წელი გავიდა ანაკლიის პროექტის ჩავარდნიდა, ეს ქვეყნისა და ხალხის ღალატის ტოლფასი ქმედებაა

თითქმის სამი წელი გავიდა, რაც ოცნების მთავრობამ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ანაკლიის პორტი ჩააგდო და ჩემი და ბადრის წინააღმდეგ ბინძური კამპანია დაიწყო. - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ქვეყნის და ხალხის ღალატის ტოლფასი ქმედებაა.

"თითქმის სამი წელი გავიდა, რაც ოცნების მთავრობამ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ანაკლიის პორტი ჩააგდო და ჩემი და ბადრის წინააღმდეგ ბინძური კამპანია დაიწყო. ამ ქმედებით წინა გახარიას და დღევანდელმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობამ ჩვენს ქვეყანას უდიდესი ზიანი მიაყენა, ეს ქვეყნის და ხალხის ღალატის ტოლფასი ქმედებაა.
ამ სამი წლის განმავლობაში ერთი შეხვედრა თუ მაინც გამართეთ იმ ოთხ საერთაშორისო ბანკთან, ვინც ამ პროექტს 400 მლ $ -ით აფინანსებდა? აღარ ვკითხულობ შეხვდით თუ არა იმ ამერიკელ და ევროპელ ინვესტორებს, ვინც 80 მილიონი ჩადო ამ პროექტში.
ან უბრალოდ, მცდელობა თუ გქონდათ ანაკლიამდე გზის და რკინიგზის გაყვანის? ან თუნდაც პროექტის გაკეთების?
(ალბათ ყველამ იცის, რომ პორტი გზის და რკინიგზის გარეშე ვერ იმუშავებს)
ამ პერიოდში ინტენსიურად აპიარებდით ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას.
ააშენეთ უკვე?
დღეს რომ ანაკლია გვქონდეს, სულ სხვა ქვეყანა ვიქნებოდით". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენევღ, რომ ანაკლიის პორტი უმსხვილესი და უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პროექტი იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics