2022-09-03 15:03:14, 1290 ნახვა
პოლიტიკა
ქორეოგრაფი თენგიზ გაჩეჩილაძე გარდაიცვალა
დიდი გულისტკივილით გატყობინებთ, რომ გარდაიცვალა სტუდიის დამფუძნებელი და საქართველოში სპორტ-ცეკვების დამაარსებელი თენგიზ გაჩეჩილაძე. - ამის შესახებ ინფორმაციას სტუდია „თელა“ ავრცელებს.
მათივე თქმით, თენგიზ გაჩეჩილაძეს სამშაბათს დაკრძალავენ.
"სტუდია "თელა" დიდი გულისტკივილით გატყობინებთ, რომ გარდაიცვალა სტუდიის დამფუძნებელი და საქართველოში სპორტ-ცეკვების დამაარსებელი,
პროფესორი ბ. თენგიზ გაჩეჩილაძე. საქართველოს სპორტ-ცეკვების დამსახურებული და სახელოვანი პირველი პრეზიდენტი
ჩვენი უსაყვარლესი პედაგოგი". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ქორეოგრაფი, სტუდია "თელას" დამფუძნებელი და საქართველოში სპორტ-ცეკვების დამაარსებელი იყო თენგიზ გაჩეჩილაძე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,