|
2022-09-02 19:27:20, 1107 ნახვა
პოლიტიკა
ფლანგვის დეტექტორი - 2022 წლის ზაფხულში ოთხ მუნიციპალიტეტში დღეობების აღნიშვნისთვის 184 000 ლარი დაიხარჯა
2022 წლის ზაფხულში ოთხ მუნიციპალიტეტში - თეთრიწყაროში, ხულოში, დმანისსა და ახალციხეში დღეობების აღნიშვნისთვის 184 000 ლარი დაიხარჯა. - განაცხადა ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორმა“. მათივე თქმით, ადგილობრივი დღესასწაულების ზეიმისთვის მუნიციპალიტეტებმა გამარტივებული შესყიდვები გააფორმეს. "მუნიციპალიტეტები ყოველწლიურად სხვადასხვა ადგილობრივი დღესასწაულის აღსანიშნად გამარტივებულ შესყიდვებს აცხადებენ და ათასობით ლარს იხდიან გასართობი მომსახურებების შესაძენად, რაც ძირითადად მომღერალი ჯგუფების მომსახურების შესყიდვას გულისხმობს. 2022 წლის ივლისში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრმა გასართობი მომსახურების შესასყიდად ორჯერ მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს იმისთვის, რომ თანხმობა მიეღო შემდგომში გამარტივებული შესყიდვის გზით ხელშეკრულებების გაფორმებაზე. ორივე შესყიდვის ჯამური ღირებულება 19,015 ლარს შეადგენს. დაბა მანგლისი ყოველწლიურად აგვისტოში დღესასწაულ “მანგლისობას” აღნიშნავს. აღნიშნული დღესასწაულისთვის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა კონცერტების ჩასატარებლად მუსიკალური ჯგუფი “ბანი” და “REGGAEON” მოიწვია. სააგენტომ დაადგინა, რომ აღნიშნული მუსიკალური ჯფუგები ახორციელებენ ექსკლუზიურ უფლებამოსილებას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში და ამ მიზეზით მიზანშეწონილად ჩათვალა მათთვის გამარტივებული შესყიდვის გზით ხელშეკრულებების გაფორმება. “მანგლისობა 2022” 6-7 აგვისტოს გაიმართა, რაშიც მუნიციპალიტეტი 19,000 ლარზე მეტს იხდის. თეთრიწყარო არ არის ერთადერთი მუნიციპალიტეტი, რომელიც მსგავს შესყიდვებს აცხადებს. მაგალითად, დმანისის მუნიციპალიტეტი ივნისისა და ივლისის თვეში ორ სხვადასხვა დღესასწაულს აღნიშნავს, ამისთვის კი მუნიციპალიტეტმა 2022 წლის ივნისსა და ივლისში გასართობი მომსახურების შესაძენად ბიუჯეტიდან 17,875 ლარი გამოყო. დმანისის მუნიციპალიტეტი ივნისში სახალხო დღესასწაულ “გომარეთობას” აღნიშნავს, ამ დღის მუსიკალური გაფორმებისთვის მუნიციპალიტეტმა 3,500 ლარი ა(ა)იპ ანსამბლ თბილისს გადაუხადა. 26 ივლისს კი დმანისში დღესასწაული “დმანისობა” აღინიშნება, ამ დღის მუსიკალური გაფორმებისთვის მუნიციპალიტეტმა 14,375 ლარი ანსამბლ “ბანს” გადაუხადა. ახალციხის მუნიციპალიტეტი უკვე წლებია ყოველწლიურად ივნისის თვეში წმინდა შალვა ახალციხელის ხსნების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიება “ახალციხელობას,” აღნიშნავს რისთვისაც მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად გამარტივებული შესყიდვის გზით აფორმებს ხელშეკრულებებს სხვადასხვა ქართველ მუსიკოსთან. 2022 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტმა გამარტივებული შესყიდვის გზით ხელშეკრულება გააფორმა ქართველ გიტარისტ, თემურ ყვითელაშვილთან. ხელშეკრულების ღირებულებამ 1,500 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2020-2021 წლებში დღესასწაული “ახალციხელობა” არ აღუნიშნავთ, თუმცა მანამდე, 2019 წელს ამ დღის აღსანიშნავად მუნიციპალიტეტმა საერთო ჯამში 8,397 ლარი გამოყო ბიუჯეტიდან, რათა სხვადასხვა მუსიკოსისგან გასართობი მომსახურება შეესყიდა. აღსანიშნავია, რომ 2020-2021 წლებში ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, “შუამთობის” დღესასწაული აღარ ჩატარებულა, ამიტომ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, 2022 წლის 6-7 აგვისტოს აღნიშნული დღესასწაულის ფართომასშტაბიანი აღნიშვნა, ვინაიდან მერია მიიჩნევს, რომ “შუამთობის” სახალხო დღესასწაული მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ მნიშვნელობას ატარებს. “შუამთობის” აღსანიშნად 90-იანი წლების ცნობილი ჰიტების შემსრულებელი ქართველი მუსიკოსები მოიწვიეს. მუნიციპალიტეტმა უზრუნველყო სცენის განათება და გახმოვანება, მონიტორის ქირაობა, ღონისძიების წამყვანებისა და მუსიკოსების ჰონორარები, ღონისძიებებში მონაწილეებისთვის ბრენდირებული მაისურებისა და კეპების შეძენა, სხვადასხვა დეკორაციების მონტაჟი, რისთვისაც მუნიციპალიტეტს 144,904 ლარი დასჭირდა. აღნიშნული თანხა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოიყო. ღონისძიებაში მონაწილე მუსიკოსების ჰონორარმა 57,000 ლარი შეადგინა". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ “შუამთობის” დღესასწაული ორი წელია არ ჩატარებულა და მუნიციპალიტეტს საკმაოდ დიდი დრო ჰქონდა ელ.ტენდერის გამოსაცხადებლად, ღონისძიებების ჩასატარებლად ხელშეკრულებები მაინც გამარტივებული შესყიდვის გზით დაიდო, რაც მუნიციპალიტეტმა დროის შეზღუდვებით ახსნა.
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)