16:47 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-02 10:07:09, 1004 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი ბაქრაძეზე - ყველა წარდგენაზე ხელი მოვაწერე, რომ ჩემ გამო არ ყოფილიყო შეფერხება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, დავით ბაქრაძის გარეოში ელჩად დანიშვნას ეხმაურება.

ზურაბიშვილის თქმით, გაეროს გენერალურ ანსამბლეაზე საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის ყოფნა ქვეყნის ინტერესებისთვის მნიშვნელოვანია.

"ხელი მოვაწერე არა იმიტომ, რომ ვიღაცამ დამაძალა, რაღაცის შემეშინდა, მაგრამ იმიტომ რომ აქამდე სანამ მიდიოდა ეს კონსულტაციების ფორმა და თავდებოდა წარდგენით, ყველა წარდგენაზე ხელი მოვაწერე, რომ ჩემ გამო არ ყოფილიყო შეფერხება. ჩემი მოსაზრებები არ იქნა მოსმენილი, შეფერხება არ უნდა იყოს და მითუმეტეს, ამ შემთხვევაში, რომელიც ეხება - გაეროს გენერალური ასამბლეა იმართება სამ კვირაში და ჩვენი ქვეყნის ინტერესები ნამდვილად არ არის, რომ იქ არ ყოფილიყო სრულუფლებიანი საქართველოს ელჩი, იმ მომენტში, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განხილული". - აცხადებს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, დავით ბაქრაძე გაეროში საქართველოს ელჩად დაინიშნა. მან ყოფილი წარმომადგენელი, კახა იმნაძე ჩაანაცვლა. აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილის გაეროში დავით ბაქრაძის ელჩად დანიშვნას არ ეთანხმებოდა რადგან, მისი შეფასებით, ამ უკანასკნელს აშშ-ში ელჩობისას “არაფერი გაუკეთებია”. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილის დამოკიდებულება არ შეცვლილა და უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics