16:47 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-01 18:01:12, 2338 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - კარგია, რომ პრეზიდენტი დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს, თუმცა სარჩელის უკან გამოწვევა გამორიცხულია

კარგია, რომ პრეზიდენტი დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი ასრულებს მხოლოდ ფორმალურ როლს ელჩის დანიშვნაში და გათავისუფლებაში. აღნიშნული პრინციპი კი დაცული იქნა მაშინ, როდესაც დაინიშნა დავით ბაქრაძე ელჩის თანამდებობაზე.

 „კარგია, რომ პრეზიდენტი დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს. კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი ასრულებს მხოლოდ ფორმალურ როლს ელჩის დანიშვნაში და გათავისუფლებაში და რეალურად, ეს პრინციპი იქნა დაცული ამ შემთხვევაში, როდესაც დაინიშნა დავით ბაქრაძე ელჩის თანამდებობაზე, რაც ძალიან კარგია“,- განაცხადა კობახიძემ

ამასთან, კობახიძემ ზურაბიშვილის წინააღმდეგ შეტანილი საკონსტიტუციო სარჩელის უკან გამოწვევა გამორიცხა.

რაც შეეხება სარჩელს, ეს არის საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სარჩელი უკავშირდებოდა მხოლოდ დავით ბაქრაძის არდანიშვნას, შეიძლება ლოგიკურიც იყოს სარჩელის გამოწვევა, თუმცა ამაზე საქართველოს მთავრობა იმსჯელებს,  იმიტომ, რომ მოსარჩელე არის მთავრობა. თუ საჭირო იქნება, მეც ჩავერთვები კონსულტაციებში“,- დასძინა კობახიძემ.

ცნობისთვის, დავით ბაქრაძე გაეროში საქართველოს ელჩად დაინიშნა. მან ყოფილი წარმომადგენელი, კახა იმნაძე ჩაანაცვლა. აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილის გაეროში დავით ბაქრაძის ელჩად დანიშვნას არ ეთანხმებოდა რადგან, მისი შეფასებით, ამ უკანასკნელს აშშ-ში ელჩობისას “არაფერი გაუკეთებია”. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილის დამოკიდებულება არ შეცვლილა და უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია.

 

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics