11:01 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-31 18:18:41, 3923 ნახვა

პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს

საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. 

მისი თქმით, ომბუდსმენის კანდიდატურის წარდგენა შეეძლებათ ოპოზიციურ სუბიექტებს და სამოქალაქო სპექტრს, გარდა იმ ერთადერთი შემთხვევისა, როცა შეიძლება ადგილი ჰქონდეს პროცესის ხელოვნურ დაბლოკვას და კანდიდატების შეგნებულად არ წარდგენას. 

"ევროკავშირის მე-12 რეკომენდაცია შეეხებოდა სახალხო დამცველის არჩევის წესს. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ შევხვდით დღეს და გუშინ, საპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს და მათი პოზიციების გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღესვე დავარეგისტრიროთ ცვლილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, რომლის მიხედვითაც, ერთი მხრივ, გაიწერება კანდიდატის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები , ხოლო მეორე მხრივ, შეიქმნება საფუძველი, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსცეს საგანგებო ბრძანება, სადაც განისაზღვრება კანდიდატების შერჩევის წესი. 

1. ნებისმიერ ადამიანს შეეძლება შემოიტანოს განაცხადი სახალხო დამცველის კანდიდატობაზე 

2. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჯგუფი შეაფასებს თითოეულ კანდიდატს რეგლამენტში გაწერილი წესების მიხედვით 

3. საქართველოს პარლამენტს უნდა წარმოუდგინონ ასარჩევად მინიმუმ 7 კანდიდატურა, მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრული არ იქნება

საპარლამენტო უმრავლესობა არ წარადგენს  სახალხო დამცველის კანდიდატურას და ამას მივანდობთ მთლიანად ოპოზიციურ სუბიექტებს და სამოქალაქო სპექტრს, გარდა იმ ერთადერთი შემთხვევისა, როცა შეიძლება ადგილი ჰქონდეს პროცესის ხელოვნურ დაბლოკვას ოპოზიციური სუბიექტების მხრიდან, კანდიდატების შეგნებულად არ წარდგენის გზით“,- განაცხადა მდინარაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
პოლონეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ კრაკოვში მასობრივი სროლაში ეჭვმიტანილს რადიკალური მემერჯვენე შეხედულებები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics