17:50 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-29 12:57:03, 1547 ნახვა

პოლიტიკა
დეკანოიძე - ვენეციის კომისიის დასკვნა მიუთითებს, რომ ხელისუფლება არ აპირებს ევროკომისიის პუნქტების შესრულებას

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე ვენეციის კომისიის მიერ საქართველოში მოსმენების შესახებ კანონპროექტზე მიღებულ დასკვნას ეხმიანება და ამბობს, რომ მმართველი გუნდის რეაქცია მიუთითებს იმაზე, რომ არ აპირებენ 12 პუნქტის და რეკომენდაციის შესრულებას. 

როგორც დეკანოიძემ გამართულ ბრიფინგზე დასძინა, მოსმენების შესახებ კანონპროექტი მიღებულია ნაჩქარევად, მოითხოვს როგორც ზემოქმედების შეფასებას, ასევე უფრო დეტალურ დასაბუთებას, თუმცა ამის იმედი არ აქვს. 

"დასკვნაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონპროექტი, როგორც ამბობდა ამას ოპოზიცია მიღებულია ნაჩქარებად და მოითხოვს დეტალურად დასაბუთებას მმართველი გუნდს მიერ. ეს კანონპროექტი ნამდვილად არ შესაბამება საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებას. ამიტომ, ვენეციის კომისიის დასკვნა და ზოგადად, ექსპერტების დასკვნა, რომლებიც არიან ვენეციის კომისიაში, ამ კანონპროექტებზე მიუთითებს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს:

პირველი - ქართული ოცნება არ აპირებს 12 პუნქტის და რეკომენდაციის შესრულებას და ყველა პროცესი, პრაქტიკულად, რომელიც მიმდინარეობს განსაკუთრებით საკანონმდებლო ჩარჩოს გასააქტიურებლად, არის იმიტაციური

მეორე - ქართული ოცნება და მმართველი უმრავლესობა არაფრად აგდებს ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენლობის რეკომენდაციებს და მე მოგახსენებთ აქ ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებას, რომელმაც პირიქით, ბრალი დასდო ვენეციის კომისიას 

და მესამე, ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც არის ყველაზე უფრო რეპრესიული სისტემის გამოხატულება საქართველოში, პოლიტიკური მართლმსაჯულების და მათ შორის სამოქალაქო სექტორზე, ჟურნალისტებზე და პოლიტიკოსებზე ზემოქმედების იარაღი გულისხმობს იმას, რომ ოცნების მიერ ევროპული ინსტიტუტების რეკომენდაციები, მათ შორის 12 პუნქტის შესასრულებლად არის მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების, საზოგადოების მოტყუება და სწორედ ამას ასაბუთებს და ამბობს ვენეციის კომისია, რომ მოსმენების შესახებ კანონპროექტი მიღებულია ნაჩქარევად, მოითხოვს როგორც ზემოქმედების შეფასებას, ასევე უფრო დეტალურ დასაბუთებას, რაც არ იქნება, იმიტომ რომ როგორც უმრავლესობა და ოცნება ამბობს, ისინი აპირებენ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას", - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, ვენეციის კომისია საქართველოს შესახებ იურიდიული და საკონსტიტუციო ექსპერტთა გადაუდებელ დასკვნას აქვეყნებს სადაც ნათქვამია, რომ მოსმენების შესახებ კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და საჭიროებს დამატებით შემუშავებას. 

როგორც ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დასკვნაში ვკითხულობთ, მოსაზრება ასკვნის, რომ საქართველოში ფარული თვალთვალის ღონისძიებების ზედამხედველობის მექანიზმი არაადეკვატურია და საჭიროა არსებული ფარული თვალთვალის სისტემების ყოვლისმომცველ გადახედვას. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics