18:51 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-23 17:58:45, 1678 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - ყველამ ვიცით, რომ რუსული აგრესია არ დაწყებულა თებერვალში, საწყისი იყო ყირიმი

ყველამ ვიცით, რომ რუსული აგრესია არ დაწყებულა თებერვალში, საწყისი იყო ყირიმი, - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტზე სიტყვით გამოვიდა. 

მან მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას და მის ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტის და დასძინა, რომ ყირიმი უკრაინაა. 

"ჩემთვის დიდი პატივია, წარმოვადგენდე საქართველოს და ქართველ ხალხს. აუცილებელია ერთად დგომა იმ ღირებულებების დასაცავად, რომელიც გვაერთიანებს და რომელიც, მე მჯერა, რომ ჩამოაყალიბებს ჩვენს საერთო მომავალს. ამაყი ვარ, რომ ვუერთდები ყირიმის დეკლარაციას საქართველოს სახელით. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მხარდაჭერას თქვენი [უკრაინის] ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ასევე თქვენი დეოკუპაციის სტრატეგიის მიმართ. ყირიმი უკრაინაა. 

ხვალ უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, ასევე, ხვალ გახდება 6 თვე მისი ვაჟკაცური წინააღმდეგობისა რუსული აგრესიის მიმართ. 

ეს არ არის მხოლოდ თარიღების დამთხვევა. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ რუსული აგრესია არ დაწყებულა თებერვალში, საწყისი იყო ყირიმი. მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართ გამოწვევები და ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ უპასუხო აგრესია იწვევს მეტ აგრესიას და არასტაბილურობას", - განაცხადა პრეზიდენტმა. 

გამოყენებულია ტელეკომპანია "ფორმულას" თარგმანი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics