|
2022-08-23 10:50:34, 1836 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით სენაკში ნაყინის საწარმომ წარმოება გაზარდა
„საქართველოს ბანკი“ ადგილობრივი წარმოების გაძლიერების მიზნით აგრომეურნეობის მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს. „საქართველოს ბანკის“ ცნობით, ბანკთან პარტნიორობით სენაკში ნაყინის კომპანიამ „თეთრი დათვი“ წარმოება მნიშვნელოვნად გაზარდა და უკვე წლიურად 1 450 000 ლარის პროდუქციას აწარმოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 2 045 000 ლარია, ხოლო ბანკის ინვესტიცია 464 000 ლარს შეადგენს. „ბანკთან თანამშრომლობით შევძელით, სენაკში ნაყინის საწარმო კიდევ უფრო გაგვეფართოვებინა. ბანკის მხარდაჭერით პროდუქციის გაზრდილი რაოდენობით წარმოების მიზნით დანადგარები შევიძინეთ, რის შედეგადაც ნაყინის რეალიზაციას ვახდენთ რამდენიმე რეგიონში. ესენია: სამეგრელო, აჭარა, გურია, იმერეთი, ახალციხე. ასევე, ვამარაგებთ რუსთავსა და თბილისის მაღაზიებს. ამ ეტაპზე გვყავს 80 ადამიანი დასაქმებული და ვგეგმავთ მეორე პავილიონის გახსნას ზუგდიდში, რაც შექნის ახალ სამუშაო ადგილებს. სამომავლოდ კი ვაპირებთ რეალიზაცია მთელი საქართველოს მასშტაბით განვახორციელოთ“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი, დავით გარუჩავა. „საქართველოს ბანკი“ რეგიონებში მცირე მეწარმეების წახალისებას აგრძელებს. მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, ჩვენი ჩართულობით კიდევ ერთი ბიზნესი გაძლიერებულიყო. მნიშვნელოვანია, როცა მეწარმე ცდილობს არ გაჩერდეს, განვითარდეს, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები და ამით ხელი შეუწყოს რეგიონის განვითარებას. ჩვენ კი მუდმივად მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ასეთ პროექტებს“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა გიორგი ბოჩიკაშვილმა.
ზელენსკი: აშშ-ს ზამთრისთვის ომის დეესკალაცია სურს
ტრამპი: ჩვენ მოვიგებთ შუალედურ არჩევნებს და გადავარჩენთ ამერიკას
ღარიბაშვილი - ბევრი სახედაკარგული ადამიანის უღირსი, ყალბი და ფარისევლური განცხადება და კომენტარი მოვისმინე, ისინი ჩემგან პასუხის ღირსნიც კი არ არიან
ღარიბაშვილი - საზოგადოებამ იხილა ხელისუფლების მორიგი სასაცილო და, ამავდროულად, სრულიად ამაზრზენი და ტრაგიკული მასკარადი - ტყუილად ნუ წვალობთ
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: აშშ-ს ზამთრისთვის ომის დეესკალაცია სურს
ISW: ამჟამინდელი ტემპით, რუსეთი დონეცკის რეგიონის დანარჩენი ნაწილის მიტაცებას 2032 წლამდე ვერ შეძლებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)