18:52 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-21 11:53:00, 1218 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - თუ ISFED მოხსნის თავის მოთხოვნას, შეუძლიათ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა

ISFED-მა საზოგადოებას უნდა გასცეს პასუხი, ისინი კვლავ აყენებენ ულტიმატუმს და აქვთ პარლამენტის მიმართ მოთხოვნა, რომ დააკომპლექტონ მთავრობა, თუ ხსნიან თავის მოთხოვნას. თუ ისინი ხსნიან მოთხოვნას, შეუძლიათ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლების მიერ ISFED-ს ჰქონდა შეთავაზება, რომ აღნიშნულ საკითხზე პოზიცია დაეფიქსირებინათ, თუმცა მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციამ ეს არ გააკეთა.

„რამდენიმე დღეა, ვხედავთ მცდელობას კვლავ, რომ აღქმებით იყოს მანიპულირება, ნაცვლად ფაქტებისა. ფაქტები კი არის მარტივად „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით. ევროპული საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მეორე დღეს, 24 ივნისს, მათ შორის „ისფედი“ ორგანიზებით გაიმართა აქცია, სადაც „ისფედმა“ და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ პარლამენტს წამოუყენეს ერთ-კვირიანიულტიმატუმი, რომ პარლამენტს უნდა დაეთხოვა მთავრობა და შეერჩია ე.წ. ტექნიკური მთავრობა, რომლის ფორმირების „ისფედს“ და სხვა ორგანიზაციებს ექნებოდათ ვეტოს უფლება, ანუ გადამწყვეტი ხმა მთავრობის ფორმირებაში. ეს ულტიმატუმი ბოლომდე ვერ მიიყვანეს, გამომდინარე იქიდან, რომ ხალხმა ზურგი აქცია ამ რადიკალურ მოთხოვნას, თუმცა ეს მოთხოვნა ჯერ კიდევ ჰაერში კიდია და მათ ეს ულტიმატუმი არ მოუხსნიათ. აქედან გამომდინარე, მას შემდეგ, რაც „ისფედმა“ გამოხატა ინტერესი პარლამენტში სამუშაო ჯგუფში მუშაობის თაობაზე, ჩვენ გვქონდა ამაზე კომუნიკაცია და ჩვენი კითხვა იყო „ისფედი“ მიმართ, ისინი კვლავ იზიარებენ ამ ულტიმატუმს თუ მოხსნეს ეს მოთხოვნა პარლამენტის მიმართ. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, საქმე ეხება ულტიმატუმს, რომლის მიხედვითაც, მთავრობის ფორმირებაში მონაწილეობა მიიღოს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის „ისფედმა“, რომელსაც არ გააჩნია არანაირი დემოკრატიული ლეგიტიმაცია, შესაბამისად, ეს პროცესი არის დემოკრატიულ ფარგლებს მიღმა. ჩვენ შეთავაზებაზე, რომ პოზიცია დაეფიქსირებინათ, თუ ამ მოთხოვნას აღარ აყენებენ, მაშინ შეეძლოთ მონაწილეობა მიეღოთ სამუშაო ჯგუფში. თუ ისინი კვლავ აგრძელებენ პარლამენტთან ულტიმატუმის ენით საუბარს, რომ პარლამენტმა დაითხოვოს მთავრობა, დააკომპლექტოს ე.წ. ტექნიკური მთავრობა, ამ შემთხვევაში, კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე რთული იქნება საუბარი. სამწუხაროდ, „ისფედისგან“ ვერანაირი პოზიცია ამაზე ვერ მოვისმინეთ. ისინი უარს ამბობენ, გაემიჯნონ ამ მოთხოვნას. აქედან გამომდინარე, სამუშაო ჯგუფში ისინიო მოწვეულნი არ იყვნენ“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 18 აგვისტოს, მმართველმა გუნდმა საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე სამართლიანი არჩევნები (ISFED) არ მიიწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics