|
2022-08-19 19:12:01, 2076 ნახვა
სამართალი
გენერალური პროკურატურის შენობაზე მზის ენერგიის პანელები დამონტაჟდა
გენერალური პროკურატურის შენობაზე მზის ენერგიის პანელები დამონტაჟდა. პროექტი ლიეტუვურ კომპანია „UAB OKATA"-ს, მისი ადგილობრივი პარტნიორის შპს სოლარ ენერჯი ჯორჯიას და საქართველოს გენერალურ პროკურატურას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე განხორციელდა. საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, ლიეტუვას გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებს, ეროვნული პროგრამების მართვის დეპარტამენტის დირექტორს, იონას ბალკევიჩიუს და კომპანია „UAB OKATA"-ს დირექტორს, ტომას რიდიკას შეხვდა. გენერალურმა პროკურორმა მადლობა გადაუხადა ლიეტუვურ მხარეს პროექტის განხორციელებაში გაწეული დახმარებისთვის. ირაკლი შოთაძის განცხადებით, განახლებადი ენერგეტიკის დარგში ლიეტუვური გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. აღნიშნული პროექტის მიზანია მწვანე ოფისის კონცეფციის დანერგვა, ნახშირორჟანგის (C02) ემისიის შემცირება, ბუნებრივი რესურსების ოპტიმიზაცია და კომუნალური ხარჯების შემცირება. პროექტის ფარგლებში გენერალური პროკურატურის შენობაზე დამონტაჟებული პანელების ჯამური სიმძლავრე 100 კვტ.- ია. პროექტი განხორციელდა ლიეტუვას გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პროექტების მართვის სააგენტოს დაფინანსებით და საქართველოს გენერალური პროკურატურის თანადაფინანსებით. პროექტი ლიეტვური მხარის მიერ დაფინანსდა 334 402 ლარით, ხოლო საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ თანადაფინანსება შეადგენდა 65 598 ლარს. აღნიშნული პროექტის შედეგად, წლის განმავლობაში, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური 50 000 ლარი დაიზოგება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მწვანე ოფისის კონცეფციის დანერგვა და ბუნებრივი რესურსების მოხმარების ოპტიმიზაცია საქართველოს პროკურატურის 2022-2027 წლების სტრატეგიის ერთი-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. აღნიშნული ამოცანის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურა სამომავლოდაც გეგმავს სხვა ადმინისტრაციული შენობების ანალოგიური მზის ენერგიის პანელებით აღჭურვას, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადს. აღნიშნული პროექტი ხარჯების დაზოგვის და გარემოზე ზრუნვის პოლიტიკის ერთობლივი კომპონენტია
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)