|
2022-08-19 13:59:43, 7240 ნახვა
რეგიონი
სოფელ გარიყულაში ბეტონის საფარიანი გზის მოწყობის სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ დაათვალიერა
კასპის მუნიციპალიტეტის ახალქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ გარიყულაში ბეტონის საფარიანი გზის მოწყობის სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, პირველმა მოადგილემ დავით ქისიშვილმა, მერის წარმომადგენელმა ჯაბა ბროლაძემ და საკრებულოს დეპუტატმა გიორგი დარბიაშვილმა ადგილზე დაათვალიერეს. სოფლის გზის მოწყობის სამუშაოები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც შპს „ევრობეტონი“ახორციელებს. გზის სიგრძე 140 მეტრია, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 32 214 ლარია. როგორც ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა, გზა რელიეფიდან გამომდინარე რთულია, შესაბამისად მოსახლეობას და ტრანსპორტს გადაადგილების პრობლემებს უქმნიდა. მისი ბეტონის საფარით მოწყობა აუცილებელი იყო. რეაბილიტირებული გზა გადაადგილებისას უსაფრთხო იქნება.
გაეცანი საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებს მოსწავლეებისთვის - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
ბოკერია - რეჟიმს უნდა, გააგრძელოს საქართველოს უსაფრთხოების, მომავალი თაობის ხარჯზე გამდიდრება და ძალაუფლების შენარჩუნება საქართველოს მტრების ინტერესების სასარგებლოდ
პარტია „გახარია საქართველოსთვის“მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, მათი საკითხი ნაციონალებისგან ცალკე საქმედ გამოიყოს
ოპოზიცია დასავლეთის ქვეყნების ელჩებს შეხვდნენ
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)