18:50 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-19 13:44:24, 1310 ნახვა

პოლიტიკა
გომელაური გოგაშვილის ბრალდებებზე - ვერ მოხდებოდა, ეს არის სრული აბსურდი

ეს ვერ მოხდებოდა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს არის სრული აბსურდი,- ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური სუს-ის ყოფილი უფროსის სოსო გოგაშვილის ბრალდებებს.

გომელაურის თქმით, გოგაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მათ შორის არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა.

„ეს რა თქმა უნდა, აბსურდია, ტყუილია, არანაირი კავშირი არ შემდგარა, პირველ რიგში მინდა ეს  ვთქვა. მეორე, ვინც მე მიცნობს პირადად, ოჯახი ჩემთვის, არა მარტო ჩემი ოჯახი, ჩემი ნაცნობების, თუნდაც მტრის ოჯახსაც პატივს ვცემ, და ჩემგან ასეთი რაღაც არასდროს არ წასულა არავის მიმართ, ოჯახის ამოწყვეტით და ა/შ. ეს ვერ მოხდებოდა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს არის სრული აბსურდი",- განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვას ედავება. 15 ივლისს, სოსო გოგაშვილის სახლში სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც ის დააკავეს. დაკავების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics