19:50 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-18 16:11:34, 1625 ნახვა

პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ ISFED-ის სარჩევნო საკითხებზე მომუშავე საპარლამენტო ჯგუფში მონაწილეობა დაბლოკა

დღეს ცნობილი გახდა, რომ მმართველმა პარტიამ დაბლოკა “სამართლიანი არჩევნების” ჩართვა საარჩევნო საკითხებზე საპარლამენტო სამუშაო ჯგუფში, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად არის შექმნილი. - ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია, „სამართლიანი არჩევნები“ ავრცელებს.

მათივე თქმით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად, სამუშაო პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა თავად დასავლელი პარტნიორების რეკომენდაცია იყო, თუმცა, ხელისუფლების მიერ შექმნილი ფორმატი არასამთავრობო სექტორის ფართო წარმომადგენლობას გამორიცხავდა.

„მმართველმა პარტიამ სასურველი მიმართულებით რეფორმებზე მუშაობის საშუალება არ მისცა ყველა მსურველ ორგანიზაციას, ვინაიდან თითოეულ სამუშაო ჯგუფში მათთვის მხოლოდ 2 ადგილი განსაზღვრა. 

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სხვა სამუშაო ჯგუფების შემთხვევაში, სამოქალაქო სექტორის მიერ წარდგენილი ორგანიზაციების შერჩევაში ხელისუფლება არ ჩარეულა, განსხვავებით საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფისა. მმართველმა პარტიამ უარი განაცხადა ამ ჯგუფში, არასამთავრობო სექტორის შეთანხმებით წარდგენილი, “სამართლიანი არჩევნების” მონაწილეობაზე. 

ამდენად, ხელისუფლების დამოკიდებულება წარმოადგენს პირდაპირ დემარშს “სამართლიანი არჩევნებისა” და მთლიანად სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ, მათი კონსტრუქციული პოზიციის და სამუშაო ჯგუფებში ჩართულობის მზაობის მიუხედავად. ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულება გამოწვეულია ორგანიზაციის მიუკერძოებლობისა და კრიტიკული პოზიციის მიუღებლობით. 

“სამართლიანი არჩევნები” მიიჩნევს, რომ პროცესიდან პროფესიული ორგანიზაციის ჩამოშორება რეალურად სამუშაო ჯგუფის ფორმალურად შექმნაზე მიანიშნებს, რომლის მიზანი საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებისა და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად, პროცესის გაჭიანურება და რეკომენდაციების შესრულების მზაობის ილუზიის შექმნაა. “ქართული ოცნების” ეს გადაწყვეტილება, საქართველოს მომავლისთვის ასეთ გადამწყვეტ მომენტში, ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. 

“სამართლიანი არჩევნები” მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, დამოუკიდებელი, და საარჩევნო საკითხებზე მომუშავე წამყვანი ორგანიზაციაა, რაც დასტურდება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერითა და თანამშრომლობით, ორგანიზაციის არსებობის 27 წლის განმავლობაში. 

“სამართლიანი არჩევნები” მმართველი პარტიის ასეთ პოზიციას სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვად აფასებს, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. თუმცა, ორგანიზაცია არ აპირებს არჩეული გზიდან გადახვევას და კვლავ გააგრძელებს მუშაობას ქართველი ხალხის საუკუნოვანი მისწრაფების - დასავლური ინტეგრაციის - ხელშეწყობისთვის". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ "ქართულმ ოცნებამ" სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ISFED არ მიიწვია და სხდომა „საიამ" პროტესტის ნიშნად დატოვა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics