|
2022-08-17 22:21:17, 1399 ნახვა
პოლიტიკა
მანჯგალაძე „ქართული ოცნებიდან“ წასულებზე - ამ ხალხს ბიძინას შაჰიდები უნდა დავარქვათ
ბიძინას შაჰიდები დავარქვათ ამ ხალხს. - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ „ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს ადამიანები არიან ქართული ოცნების სპეციალურ დავალებათა ჯგუფი. "ძალიან კარგად იცის ამერიკამ და ამერიკულმა სპეცსამსახურებმა და ამერიკულმა ანალიტიკურმა წრეებმა რომ ქართული ოცნება აცდა დასავლურ კურსს. ამის გამოძახილი არის ის ანტიამერიკული და ანტიქართული ისტერია, რაც მოაწყო ქართულმა ოცნებამ. ვეთანხმები ქალბატონ ელჩს, არანაირი განსხვავება სოზარ სუბარს, დიმიტრი ხუნდაძეს, ყაველაშვილი და კიდე ვინ არის, ხო, გურამ მაჭარაშვილს შორის და ქართული ოცნების სხვა დარჩენილ წევრებს შორს, არ არის. ამას უნდა დავარქვათ ქართული ოცნების სპეციალურ დავალებათა ჯგუფი. ბიძინას შაჰიდები დავარქვათ ამ ხალხს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)