11:31 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-17 15:45:05, 1165 ნახვა

პოლიტიკა
მაჭარაშვილი - ამერიკის საელჩო ცოცხალი თავით არ ემიჯნება ომის რიტორიკას

სუბიექტურია ამერიკის საელჩო იმ შემთხვევაში, როდესაც მხოლოდ ერთ მხარეში ხედავს თავისი გადმოსახედიდან ნაკლს და ნეგატივს, ხოლო რადიკალურ ოპოზიციაში ამას ვერ ხედავს. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ომის რიტორიკა და არეულობა ქვეყანაში.

"სუბიექტურია ამერიკის საელჩო იმ შემთხვევაში, როდესაც მხოლოდ ერთ მხარეში ხედავს თავისი გადმოსახედიდან ნაკლს და ნეგატივს, ხოლო რადიკალურ ოპოზიციაში ამას ვერ ხედავს. აქედან გამომდინარეობს ბუნებრივია ეს ლოგიკა. რასაც საქართველოს საზოგადოება ემიჯნება, ეს არის ომის რიტორიკა და არეულობა ქვეყანაში, ამას არ ემიჯნება ცოცხალი თავით ამერიკის საელჩო.
სამწუხაროდ, შეურაცხმყოფელი კითხვებით მიმართავს ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს, გაუგებარს უწოდებს და რაღაც შეთქმულებებზე საუბრობს. საინტერესოა, რა არის შეთქმულება მისი აზრით. ის, რომ საელჩოს წარმომადგენელმა დაიბარა მოსამართლე და ანგარიში მოსთხოვა და ჩვენ ეს კითხვა დავსვით, ეს შეთქმულებაა? თუ ამერიკაში კანონის უზენაესობა და თანასწორობა სხვანაირია და საქართველოში საელჩომ უნდა განსაზღვროს, როგორი იყოს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics