20:56 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-16 15:43:19, 769 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია - აუცილებელია სამკვირიანი ტურისტული ვიზებისა და ტურისტული გადასახადის რუსეთის მოქალაქეებისათვის დაწესება

დაბალი მხარჯველობითი უნარის მქონე რუსი ტურისტების დიდი რაოდენობა აფუჭებს ტურისტულ პროდუქტებს საქართველოში. - ამის შესახებ პარტია „დროა“-ს ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, გამოსავალია სამკვირიანი ტურისტული ვიზები რუსეთის მოქალაქეებისათვის, ბიზნესის რეგისტრაციის შეზღუდვა, კერძო საკუთრების რეგისტრაციის შეზღუდვა, ბინადრობის უფლების შეზღუდვა  და ტურისტული გადასახადი რუსეთის მოქალაქეებისათვის.

"დაბალი მხარჯველობითი უნარის მქონე რუსი ტურისტების დიდი რაოდენობა აფუჭებს ტურისტულ პროდუქტებს საქართველოში. საქართველო არ არის მასობრივი ტურიზმის ქვეყანა. ინდუსტრიის განვითარების სტრატეგია ეფუძნება მაღალმხარჯველი ვიზიტორების მოზიდვას და ნიშური ტურიზმის განვითარება. რუსი ტურისტისთვის მისაღები ტურისტული ინფრასტურქტურა და პროდუქტები მიუღებელია ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან, ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან, აგრეთვე აზიის ქვეყნებიდან შემოსული ტურისტებისათვის, გამოსავალს ვხედავთ:

სამკვირიანი ტურისტული ვიზები რუსეთის მოქალაქეებისათვის - სასაზღვრო კონტროლის, რუსეთიდან საქართველოში შემოსული პირების აღრიცხვისა და მონიტორინგის, მათი ბიომეტრიული მონაცემების შეგროვებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, აუცილებელია, დაწესდეს მაქსიმუმ სამკვირიანი ტურისტული ვიზა, რომელიც შეზღუდავს რუსეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის დროს, შესაძლებელს გახდის რუსეთიდან მხოლოდ მიზნობრივი სეგმენტის შემოშვებას, რუსეთის მოქალაქეების კონტროლს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე.

ბიზნესის რეგისტრაციის შეზღუდვა - ტურისტული მიზნით შემოსულ რუსეთის მოქალაქეებს არ ესაჭიროებათ ბიზნესის რეგისტრაცია საქართველოში. თუმცა, არსებული გამოცდილებით, ისინი კომპანიებს არეგისტრირებენ. მნიშვნელოვანია, საერთაშორისო სანქციების მოქმედების პერიოდში შეჩერდეს რუსეთის მოქალაქეებისათვის იურიდიული პირების რეგისტრაცია, რაც ხელს არ უშლის ტურიზმს, მაგრამ იცავს ქვეყანას რუსული ფინანსების უკონტროლო შემოდინებისაგან.

კერძო საკუთრების რეგისტრაციის შეზღუდვა - ტურისტული მიზნით შემოსულ პირებს არ ესაჭიროებათ საცხოვრებელი ფართებისა და მიწის ნაკვეთების შესყიდვა. ამიტომ, აუცილებელია, საერთაშორისო სანქციების მოქმედების პერიოდში შეჩერდეს უძრავი ქონების რეგისტრაცია რუსეთის მოქალაქეებზე, რაც არავითარ კავშირში არ არის ტურიზმის ინდუსტრიასთან.

ბინადრობის უფლების შეზღუდვა - აუცილებელია, საერთაშორისო სანქციების მოქმედების პერიოდში შეჩერდეს დროებითი, ან მუდმივი ბინადრობის უფლების გაცემა რუსეთის მოქალაქეებზე, რაც დააზღვევს რუსეთის მოქალაქეების უვადო, ან ხანგრძლივი ვადით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე საქმიანობის რისკს და ამასთან, არ შეამცირებს ტურისტული სექტორიდან მიღებულ შემოსავლებს.

ტურისტული გადასახადი რუსეთის მოქალაქეებისთვის:

რუსეთიდან შემოსულ თითოეულ მოქალაქეს საერთაშორისო პასპორტისა და რუსეთის შიდა პასპორტის (პირადობის მოწმობის) შემოწმების საფუძველზე საზღვარზე დაეკისროს გადასახადი 20 ლარის ოდენობით, თუკი რუსეთის შიდა პასპორტი არ აღმოჩნდა რუსეთის საბიუჯეტო სტრუქტურების სამსახურის შიდა პასპორტი (გარდა 18 წლამდე ბავშვებისა რომელთა შემთხვევაშიც გადასახადის დაკისრება მოხდება მხოლოდ საერთაშორისო პასპორტის საფუძველზე);
თუკი შემოსვლის მსურველ პირს პასპორტთან ერთად რუსეთის შიდა პასპორტის სახით თან აქვს რუსეთის საბიუჯეტო სტრუქტურების საიდენტიფიკაციო დოკუმენტი, აღნიშნულ პირს და თითოეულ მის თანმხლებ პირს დაეკისროს გადასახადი 100 ლარის ოდენობით, თუკი მათ ქვეყანაში შემოსვლის უფლება საერთოდ მიეცემათ. თანმხლებ პირად ჩაითვლება ოჯახის წევრი ან კერძო სატრანსპორტო საშუალებაში მასთან ერთად მყოფი მგზავრი.
თითოეულ რუსული ნომრის სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც არ ეწევა სავაჭრო ტვირთების გადაზიდვას, დაუწესდეს გადასახადი 50 ლარის ოდენობით.
რუსული საბიუჯეტო სტრუქტურების თითოეულ სატრანსპორტო საშუალებას, ასეთად ამოცნობის შემთხვევაში და მათი საქართველოში შემოსვლაზე აკრძალვის არარსებობის შემთხვევაში, დაუწესდეს გადასახადი 200 ლარის ოდენობით.
ბათუმსა და აჭარის საზღვაო დასახლებებში გადაადგილებისა და პარკირების უფლებისთვის რუსული სანომრე ნიშნის ავტომანქანამ უნდა შეიძინოს სპეციალური საშვი, რომლის შეძენაც შესაძლებელი უნდა იყოს მაღაზიებსა და ავტომატური გადახდის აპარატებში. დაწესდეს მაგალითად ერთდღიანი, სამდღიანი, ერთკვირიანი და ორკვირიანი საშვები. ერთდღიანი საშვი - 10 ლარი, სამდღიანი საშვი - 30 ლარი, ერთკვირიანი საშვი - 50 ლარი, ორკვირიანი საშვი - 100 ლარი. საპატრულო პოლიციას დაევალოს საშვების შემოწმება, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ჯარიმამ უნდა შეადგინოს 150 ლარი". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ 2022 წლის ივნისისა და ივლისის თვეების მონაცემებზე დაყრდნობით, ამ ინიციტივის შედეგად მიღებული შემოსავლაი, შესაძლებელია მინიმუმ 20 მილიონი ლარი ყოფილიყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics