|
2022-08-15 14:31:44, 1083 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ვიდრე დევნილებს აფხაზეთში და სამაჩაბლოში დავაბრუნებთ, თბილისსა და სხვა ქალაქებში ღირსეული საცხოვრებლები უნდა ჰქონდეთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაზე ისაუბრა. მთავრობის სხდომაზე განკარგულების პროექტი დამტკიცდა, რომლის მიხედვითაც კიდევ 850 დევნილ ოჯახს საკუთარებაში საცხოვრებელი ბინები გადაეცემა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საცხოვრებელი ბინები მდებარეობს თბილისში, ზუგდიდში და ქუთაისში. „ჩვენ დღეს, მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ განკარგულების პროექტს, რომლის მიხედვითაც კიდევ 850 დევნილ ოჯახს საკუთარებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს, რომლებიც მდებარეობს თბილისში, ზუგდიდში და ქუთაისში. იცით, რომ ბატონი ზურაბ აზარაშვილი მუშაობს ახლა განვადებით მშენებლობის საკითხებზე მშენებელ კომპანიებთან, ძალიან მალე გამოაცხადებენ და დასრულდება აუქციონები და დავიწყებთ ათასობით ბინის მშენებლობას დევნილებისთვის. მანამ, სანამ ჩვენს დევნილებს დავაბრუნებთ აფხაზეთში და სამაჩაბლოში, მანამდე აუცილებელია, რომ მათ ჰქონდეთ ღირსეული საცხოვრებელი პირობები თბილისსა და სხვა ქალაქებში", - განაცხადა პრემიერმა.
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)