11:41 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-14 15:06:12, 2659 ნახვა

პოლიტიკა
„2021 წელს გამოწვევები ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნიდა“ - ევროკავშირის ანგარიში საქართველოზე

ევროკავშირი  საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით (AA) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიში ასახავს პერიოდს ბოლო მოხსენების გამოქვეყნებიდან (2021 წლის 5 თებერვალი) საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 2022 წლის 6 სექტემბერს არის დაგეგმილი. 

ანგარიშში კრიტიკულად არის განხილული ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, მათ შორის, ადგილობრივი არჩევნების ჩატარების ხარვეზები; 2021 წლის 5 ივლისის ძალადობა ჟურნალისტებისა და LGBTIQ პირების წინააღმეგ, რასაც არ მოჰყვა ადეკვატური გამოძიება. ცნობები ქართული და დიპლომატიური საზოგადოების ნაწილის მოსმენების შესახებ.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2021 წლის განმავლობაში და 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოში იყო უკუსვლა ყველა ძირითად სფეროში.

2021 წელს გამოწვევები ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნიდა, მათ შორის - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეზღუდვები პარლამენტის ფუნქციონირებაში; ადგილობრივი არჩევნების ჩატარების ხარვეზები; 2021 წლის ივლისის ძალადობა ჟურნალისტებისა და  ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების, ტრანსგენდერების, ინტერსექს და ქვირ
პირთა (LGBTIQ) წინააღმდეგ შემდგომი არსებითი გამოძიების გარეშე; ცნობები ქართული და დიპლომატიური საზოგადოების ნაწილის მოსმენების შესახებ. გასული წლის განმავლობაში სასამართლო სისტემის რეფორმა შეფერხდა დაძირითად სფეროებში რეგრესიც კი განიცადა. რამდენიმე უმნიშვნელოვანესიკანონი დაჩქარებული წესით იყო მიღებული პარლამენტის მიერ ევროკავშირის ან
ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ აუცილებელი კონსულტაციებისა და ანალიზის გარეშე. ეს კანონები სასამართლო სისტემის ფუნქციონირებას, დანიშვნის საკვანძო პროცედურებს, ფარული თვალთვალის პროცედურებს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშლას მოიცავდა,“- ვკითხულობთ ანგარიშში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics