|
2022-08-12 16:52:32, 1490 ნახვა
პოლიტიკა
ბრეგაძე - ყველა პატიმარი, მათ შორის გოგაშვილი, საშხაპეში შესვლის უფლებით სარგებლობს
ზოგადად, ყველა პატიმარი სარგებლობს საშხაპეში შესვლის უფლებით, მათ შორის, ბატონი გოგაშვილი, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა. მისივე თქმით, შესაძლოა, მან ისარგებლა ამ უფლებით და იყო შესული საშხაპეში. "ბატონი გოგაშვილი საუბრობდა იმის შესახებაც, რომ მისი შეხვედრა შედგა ოჯახის წევრებთან. რა თქმა უნდა, ამას დავადასტურებთ, რომ ნამდვილად შედგა ბატონი გოგაშვილის შეხვედრა ოჯახის წევრებთან მისივე თხოვნითა და კანონმდებლობის სრული დაცვით. ამ გამოძიებაში საქმის მასალებს ადევს გრიფით საიდუმლო და მე მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მისი შეხვედრა ოჯახის წევრებთან იყო კანონმდებლობის სრული დაცვით. ეს იყო მისი თხოვნის საფუძველზე გაკეთებული. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ, სხვათა შორის, ბატონი გოგაშვილი ძალიან დიდ მადლიერებას გამოხატავდა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიმართ, მისი ქცევაც იყო ძალიან დადებითი და გარკვეული წახალისების ღონისძიების სახით... მე არ ვიცი, ის რაზე საუბრობს, მე ვიცი ის, რომ ის თანამშრომლებთან, მათ შორის, ექიმებთანაც ყოველთვის გამოხატავდა მადლიერებას მისდამი კარგი დამოკიდებულების გამო და ის შეხვედრა, რომელიც ჩატარდა, ჩატარდა მისი მოთხოვნით, იმიტომ, რომ მისი ყოფაქცევა არის დადებითი და ერთგვარი წახალისების ღონისძების სახით იყო ეს შეხვედრა გამოყენებული. პენიტენციურ დაწესებულებაში აბსოლუტურად ყველა ქმედება ხორციელდება კანონის საფუძველზე და ვერცერთი უკანონო ქმედება იქ ვერ განხორციელდება. ზოგადად, ყველა პატიმარი სარგებლობს საშხაპეში შესვლის უფლებით, მათ შორის, ბატონი გოგაშვილი და, ბუნებრივია, შესაძლოა, მან ისარგებლა ამ უფლებით და იყო შესული საშხაპეში", - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გუშინ სოსო გოგაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საშხაპეში გაიყვანეს, სადაც ტელეფონზე გომელაური ესაუბრა და ემუქრებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)