|
2022-08-12 15:36:28, 1663 ნახვა
სამართალი
სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტმა საველე სწავლება ჩაატარა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის მიერ დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩატარებულ საველე სწავლებას დაესწრო. საწვრთნელი ოპერაციის მიზანს მძევლის გათავისუფლება და ტერორისტების მიერ ქიმიური და რადიაციული ნივთიერებების გავრცელების აღკვეთა წარმოადგენდა, რასაც სწავლების მონაწილეებმა თავი წარმატებით გაართვეს. საველე სწავლებაში მონაწილეობა მიიღო სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის 70-მდე წარმომადგენელმა. სწავლებისას გამოყენებული იყო UH-1H იროკეზის ტიპის შვეულმფრენი, 4 ერთეული “კობრას” ტიპის ჯავშანმანქანა და 1 ერთეული სამედიცინო ჯავშანმანქანა “მგელი”. სწავლების დასრულების შემდეგ მოწვეულმა სტუმრებმა ჯავშანტექნიკა და გამნაღმველთა სპეციალური აღჭურვილობა დაათვალიერეს. საჩვენებელ ღონისძიებას საქართველოში ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სწავლება მაღალ დონეზე შეაფასეს. საწვრთნელ ოპერაციას ესწრებოდნენ უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, გენერალ-მაიორი ლევან ახობაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დანაყოფების ხელმძღვანელები, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე და კომიტეტის წევრები.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)