22:09 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-11 19:23:25, 1263 ნახვა

პოლიტიკა
გოგაშვილის ადვოკატი - გაიყვანეს საშხაპეში, ტელეფონზე მას მინისტრი გომელაური ესაუბრებოდა, საუბარი შეეხებოდა მუქარებს

გაიყვანეს ე.წ. საშხაპეში, სააბაზანო ოთახში და მას მიუთითეს ფანჯრის ე.წ. რაფაზე, ტელეფონზე. იოსებ გოგაშვილმა, რა თქმა უნდა, უპასუხა და მას ესაუბრებოდა საქართველოს შს მინისტრი. - ამის შესახებ სუს-ის ყოფილი უფროსის იოსებ გოგაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს.

მათივე თქმით, საუბარი შეეხებოდა მუქარებს. ძირითადი მოთხოვნა იყო, რომ სოსო გოგაშვილსმათთვის სასურველი ჩვენება მიეცა იმ საკითხებზე, რაც გოგაშვილმა გააჟღერა.

"გაიყვანეს ე.წ. საშხაპეში, სააბაზანო ოთახში და მას მიუთითეს ფანჯრის ე.წ. რაფაზე, ტელეფონზე. იოსებ გოგაშვილმა, რა თქმა უნდა, უპასუხა და მას ესაუბრებოდა საქართველოს შს მინისტრი. საუბარი შეეხებოდა მუქარებს. ძირითადი მოთხოვნა იყო, რომ მიეცა მათთვის სასურველი ჩვენება იმ საკითხებზე, რაც გოგაშვილმა გააჟღერა.
ცნობილია, რა ნომრიდან ხდებოდა იოსებ გოგაშვილთან დაკავშირება და რა ნომერი იყო მოთავსებული ტელეფონში, რომლის საშუალებითაც პასუხობდა შს მინისტრს. იოსებ გოგაშვილმა მის ხელთ არსებული წებოვანი ლენტის, ე.წ. სკოჩის მეშვეობით მობილური ტელეფონიდან აიღო თითის ანაბეჭდები. აღნიშნული მტკიცებულება გამოტანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან და შევეცდებით თუკი ვარგისი იქნება იდენტიფიკაციისათვის, ჩავატაროთ ექსპერტიზები". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს პროკურატურა  სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვას ედავება. 15 ივლისს, სოსო გოგაშვილის სახლში სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც ის დააკავეს. დაკავების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics