23:12 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-11 12:10:29, 574 ნახვა

პოლიტიკა
ბურჭულაძე შინდისის გმირების მონუმენტზე - ერთ წელიწადში შევძელით და ფაქტობრივად დავასრულეთ, სექტემბერში გაიხსნება

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ შინდისის გმირების მემორიალის გახსნას სექტემბერში იგეგმება. 

 შინდისში, დაღუპულთა ოჯახის წევრებთან საუბრისას ბურჭულაძემ განმარტა, რომ მემორიალის დასასრულებლად დამატებითი დრო არის საჭირო. მონუმენტი 2020 წელს უნდა გახსნილიყო.

" მე მოხარული ვარ, რომ ოჯახის წევრებისგან მოვისმინე მადლიერება. ჩვენ ერთ წელიწადში შევძელით, ფაქტობრივად დავასრულეთ მონუმენტი. ვგეგმავთ, რომ სექტემბერში გვექნება გახსნა აღნიშნული მონუმენტის. ჩვენ გვქონდა მონუმენტის ესკიზის სხვა ვერსია, თუმცა ოჯახების თხოვნით და მათთან შეთანხმებით გადავწყვიტეთ შეგვენარჩუნებინა არსებული ესკიზი და ფაქტობრივად, დავასრულეთ. დღეს მაქსიმალურად ვეცადეთ, შთაბეჭდილება ყველას შექმნოდა, თუ როგორ გამოიყურება მონუმენტი", - ამბობს ბურჭულაძე.

შეგახსენებთ, რომ მონუმენტთან ერთად ადგილზე შინდისის გმირების მუზეუმის გახსნაც იგეგმება

ცნობისთვის, 14 წლის წინ, რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა.სოფელ შინდისთან, რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics