|
2022-08-10 17:30:53, 975 ნახვა
პოლიტიკა
ჩხარტიშვილი - არასოდეს დამდგარა ეჭვქვეშ მრავალი მტრით გარშემორტყმული ქართველების სტუმართმოყვარეობა
არასოდეს დამდგარა ეჭვქვეშ ის, რაც ვთქვი - საუკუნეთა განმავლობაში მრავალი მტრით გარშემორტყმული საქართველოს და ქართველი ერის სტუმართმოყვარეობა! მიუხედავად იმისა, რა ეროვნების იყო სტუმარი. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საკრებულოს დეპუტატმა, გივი ჩხარტიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ვერ დავემსგავსებით იმ ქვეყანას, იმ ერს, რომელმაც 2006 წელს მის მიწაზე სტუმარი ქართველები სატვირთო თვითმფრინავებით გამოაძევა. "ნაცმოძრაობა და მისი ტელვიზიებიდროს არ კარგავენ შექმნან ფეიკ ამბები პროვოკაციებისთვის. ახლა საკრებულოს სხდომაზე ჩემი განცხადება ამოუღიათ მიზანში. ცდილობენ, სხვა შინაარსი შესძინონ - მტერთან თავმდაბლობისკენმოგვიწოდებსო. არა და არა ბატონებო, რუსეთი ოკუპანტია, დიახ, რუსეთი კლავს და სწორედ თავისუფლებისთვის საუკუნეების განმავლობაში მებრძოლი ჩვენი ხალხის სიბრძნეა ისიც, რაც ვაჟამ ერთ ფრაზაში ჩაატია - დღეს, სტუმარია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა. მართებს რუსეთს ჩემი სისხლი! დიახ, რუს აგრესორებთან ბრძოლას, საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა ბიძაჩემი, დედაჩემის ძმა, რომლის საფლავიც დღემდე არ გვაქვს. თითოეული გმირის სისხლი მართებს, ვინც თავისუფლებისთვის იბრძოდა! ჩვილების, ბავშვების, ქალების, მოხუცების სიცოცხლე მართებს, ვინც 1991 წლიდან რუსულ ჭურვებს, ნაღმებს, ტყვიებს შეეწირა. მაგრამ, არასოდეს დამდგარა ეჭვქვეშ ის, რაც ვთქვი - საუკუნეთა განმავლობაში მრავალი მტრით გარშემორტყმული საქართველოს და ქართველი ერის სტუმართმოყვარეობა! მიუხედავად იმისა, რა ეროვნების იყო სტუმარი. სწორედ ეს ვთქვი, რადგან ვერ დავემსგავსებით იმ ქვეყანას, იმ ერს, რომელმაც 2006 წელს მის მიწაზე სტუმარი ქართველები სატვირთო თვითმფრინავებით გამოაძევა. ეს დევნა ბევრს დაუჯდა სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად. თუ ჩვენ ასე მოვიქცევით, ოკუპანტის მიზანიც მიღწეულია - დაგვიმგვანოს. და რადგან ქართველობა და ღირსება გაცილებით მეტია მხოლოდ ერთს ვიტყვი, ვწუხვარ ჩემი ოპონენტების გამო, რომლებიც ასე, მცირე-მცირე პროვოკაციებით და ტყუილებით ცდილობენ დიდი ზვავის აგორებას. და ისე დააბრმავა პოლიტკურმა სიბრაზემ და უმწეობამ, მიდიან ყველაფერზე, თუნდაც ამ ზვავმა მთელი ქვეყანა დაიტანოს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსნებთ, რომ საკრებულოს დეპუტატმა გივი ჩხარტიშვილმა საქართველოში შემოსულ რუს ტურისტებზე საუბრისას მოქალაქეებს სიმშვიდისკენ და თავმდაბლობის გამოჩენისკენ მოუწოდა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)