03:20 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-10 16:09:13, 1331 ნახვა

პოლიტიკა
ISFED - შევისწავლეთ გია გაჩეჩილაძის, იგივე „უცნობის“ კოორდინირებული ქსელები, რომელიც ანტიდასავლური პროპაგანდის სამსახურშია ჩართული

შევისწავლეთი გია გაჩეჩილაძის, იგივე "უცნობის" კოორდინირებული ქსელები, რომელიც ჩვენი შეფასებით, ანტიდასავლური პროპაგანდის სამსახურშია ჩართული. - ამის შესახებ ორგანიზაცია "სამართლიანმა არჩევნებმა განაცხადა.

ორგანიზაცია წერს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის პარალელურად, საქართველოში მომძლავრდა ანტიდასავლური და, რიგ შემთხვევებში, ღიად პრორუსული გზავნილები. საზოგადოებაში ომში ჩათრევის შიშების დასანერგად და დასავლეთის უარყოფითი როლის წარმოჩენის მიზნით დაგეგმილ საინფორმაციო კამპანიაში ჩართულნი არიან ხელისუფლებასთან დაკავშირებული, ექსპერტებად ცნობილი პირები, მმართველი გუნდის ამჟამინდელი თუ, უკვე, ყოფილი წევრები და სხვა აქტორები.

"მმართველი პარტიის რიტორიკისა და ტრადიციულ პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებში გააქტიურებული კამპანიის პარალელურად, ანტიდასავლური გზავნილები მომძლავრდა სოციალურ ქსელებშიც.  მათ შორის, თვალსაჩინო გახდა ფეისბუქზე გიორგი (გია) გაჩეჩილაძის (“უცნობის”) მიერ დაარსებულ მოძრაობასთან დაკავშირებული გვერდების ქსელი, რომლებიც ფეისბუქზე შექმნილი ინფრასტრუქტურის (გვერდები და არაავთენტური ანგარიშები) მეშვეობით ცდილობენ, ხელი შეუწყონ დასავლეთის საწინააღმდეგო ნარატივის პოპულარიზაციას. ამასთანავე, აღნიშნული ქსელი სცდება ფეისბუქის მასშტაბებს და მასთან ერთად, იუთუბის, ტელეგრამის, ტიკტოკისა და ინსტაგრამის პლატფორმებზეცაა წარმოდგენილი, რაც მისი საინფორმაციო კამპანიის ხასიათზე მიუთითებს და საზოგადოებაზე გავლენის გაზრდის ინტერესს ნათელს ხდის.

უცნობისა" და ვატო შაქარიშვილის მიერ დაფუძნებულ საზოგადოებრივი მოძრაობა "აი ია"-სთან დაკავშირებულია ღიად ანტიდასავლური, ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედი ქსელი, რომელშიც 7 გვერდი შედის:

  1. „არ აგარევინებთ“
  2. „არ აგარევინებთ • ar agarevinebt“,
  3. „აი უცნობი • i ucnobi“,
  4. „აი ია“, „
  5. Vato Shakarishvili • ვატო შაქარიშვილი”,
  6. “Fun Politic“
  7. "მიშინგი“.

“სამართლიანმა არჩევნებმა” ასევე აღმოაჩინა ფეისბუქზე მოქმედი ყალბი ანგარიშები, რომლებიც შესწავლილ გვერდებზე გამოქვეყნებულ პოსტებს ჯგუფებში კოორდინირებულად ავრცელებენ. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული არაავთენტური ანგარიშები პოსტების ჯგუფებში გაზიარებას მათი გამოქვეყნებისთანავე იწყებდნენ, რაც მათი ადმინისტრატორების კოორდინირებულ მოქმედებაზე მიუთითებს. საყურადღებოა ისიც, რომ თითოეული ყალბი ანგარიში ჯგუფებში პოსტებს რამდენიმე გვერდიდან აზიარებდა". - ნათქვამია განცხადებაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics