05:39 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-09 16:15:16, 1807 ნახვა

რეგიონი
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსება გაზარდა

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, მიმდინარე წელს, ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსება გაზარდა.

ქ. ბათუმში რეგისტრირებულ მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურება სამინისტროს მიერ 80 000 ლარით უფინანსდებათ, დამატებით 30 000 ლარს ქ. ბათუმის მერია გამოყოფს, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტეში რეგისტრირებული მოქალქეებისათვის სამინისტრო 110 000 ლარს გასცემს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დღეს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე, ევექსის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში კლინიკის ხელმძღვანელებთან და ტრანსპლანტოლოგიის გუნდთან ერთად, იმ პაციენტებს შეხვდა, რომლებმაც ღვიძლი სამინისტროს თანადაფინანსებით გადაინერგეს. შეხვედრას დონორებიც ესწრებოდნენ.

„ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი შეხვედრა შედგა პაციენტებთან, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე წლის, ან თვის წინ კრიტიკული იყო და დღეს ისინი ცხოვრებას სრულფასოვნად აგრძელებენ. სამინისტროს ფინანსნური მხარდაჭერით და რეფერალური საავადმყოფოს პროფესიონალი ექიმების ძალისხმევით, დღეს ჩვენ არაერთი ადამიანის გადარჩენილი სიცოცხლე ვიხილეთ. აჭარაში ტრანსპლანტოლოგიას სათავეში ბატონი კახა ქაშიბაძე უდგას და მინდა მას მთელ გუნდთან ერთად მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო. ძალიან დიდი კომფორტია პაციენტისათვის, როცა რეგიონიდან გაუსვლელად შეუძლია მიიღოს ასეთი მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება“, - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ, მარი ზანაქიძემ.

სამინისტროს ცნობით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ღვიძლის ტრანსპლანტაციას 2016 წელიდან აფინანსებს, დღემდე მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მომსახურება სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით 34 პაციენტს ჩაუტარდა, გამოყოფილი თანხა  2 150 000 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ესწრებოდა პაციენტი, რომელმაც ღვიძლის ტრანსპლანტაცია პირველმა, 2014 წელს ჩაიტარა.

„ტრანსპლანტაციიდან 9 წელი გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძმე იყო და საკმაოდ რთული პერიოდი გავიარე, დღეს თითქმის აღარაფერი მახსოვს, ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში ვარგრძელებ და პერიოდულად გეგმიურ კვლევებს ვიტარებ“- განაცხადა ტატაიანა მეგრელიშვილმა.

„ღვიძლი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გასულ წელს გადავინერგე, ვიდრე ამ კლინიკაში მოვხვდებოდი, სხვადასხვა სახის მკურნალობა არაერთ სამედიცინო დაწესებულებაში ჩავიტარე. სწორი დიაგნოზი აქ დამისვეს, ვანდე ჩემი სიცოცხლე ამ კლინიკის ექიმებს და დღეს თავს კარგად ვგრძნობ. ოპერაცია 70 %-ით აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ დააფინანსა, 30 000 ლარი ბათუმის მერიამ გამომიყო, ჯამში სახელმწიფო 100 000 ლარით დამეხმარა, ეს დახმარება ჩემთვის ძალიან დიდი შეღავათი იყო“- აღნიშნა ცინცაძე მარინამ. 

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აგრძელებს ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსებას. მიმდინარე წელს პროგრამით უკვე ორმა ბენეფიციარმა ისარგებლა.









ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics