12:06 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-09 14:09:41, 907 ნახვა

პოლიტიკა
ოხანაშვილი პოდოლიაკზე - არ არის საინტერესო ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ადამიანების აბსურდული პოზიციები

ჩემთვის არ არის საინტერესო ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ადამიანების არასერიოზული, აბსურდული პოზიციები,- ასე ეხმაურება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას, რომ   საქართველომ უნდა აირჩიოს მხარს უჭერს თავისუფლებას თუ ავტოკრატიას. 

ოხანაშვილი პოდოლიაკს საქართველოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგო პოზიციების დაფიქსირებაში ადანაშაულებს.

 "ჩემთვის არ არის საინტერესო ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ადამიანების არასერიოზული, აბსურდული პოზიციები. შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესების, ქვეყნის სუვერენიტეტის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს, ვერ იქნება განხილული ჩვენი მხრიდან, როგორც ჩვენთვის სასურველი პირები. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები აკეთებენ ჩვენი ქვეყნისადმი მტრულ განცხადებებს და ჩვენი ქვეყნის ინტერესები მათთვის არაფერს ნიშნავს," - განაცხადა ოხანაშვილმა.

 ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით,ისევე როგორც ევროპის ყველა სხვა ქვეყანამ, საქართველომ უნდა აირჩიოს, კაციჭამიები, თუ ადამიანები, ვინც თავს იცავენ.თითოეულმა ქვეყანამ უნდა გააკეთოს, გააზრებული არჩევანი, იმაზე თუ რა არის ისტორიულ პერსპექტივაში მათთვის მნიშვნელოვანი. ამასთან საქართველომ ეს 2008 წელს თავად იხილა, თუმცა უფრო დიდი მასშტაბით, მეტი სისხლისღვრითა და კაციჭამიაობით.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics