|
2022-08-08 12:34:26, 610 ნახვა
პოლიტიკა
მელია - გვმართავენ უსამშობლო კაპიტულანტები, რომლებმაც გახრწნის ზღვარი გადალახეს და მტერს ემსახურებიან
ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც მკაფიოდ არც ერთხელ არ უთქვამს რომ რუსეთი ოკუპანტია - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავს. მისივე თქმით, ქვეყანას ჰყავს რუსეთის ოცნების ხელისუფლება, რომელიც მზადაა დაესხას თავს ყველასა და ყველაფერს, რათა დაიცვას პუტინის რეჟიმის მხარდამჭერი რუსები. "ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც მკაფიოდ არც ერთხელ არ უთქვამს რომ რუსეთიოკუპანტია! ჩვენ გვმართავენ უსამშობლო კაპიტულანტები, კოლაბორაციონისტები, რომლებმაც გადალახეს მორალური გახრწნის ზღვარი და უკვე აღარც სცხვენიათ! ღიად და ურცხვად ემსახურებიან მტერს! გვყავს რუსეთის ოცნების ხელისუფლება, რომელიც მზადაა დაესხას თავს ყველასა და ყველაფერს, ისაუბროს ზიზღის ენით ჟურნალისტებთან, ევროპარლამენტარებთან, სენატორებთან,კონგრესმენებთან, უკრაინის ხელისუფლებასთან, და ახლა უკვე საკუთარხალხთან და ეს ყველაფერი კეთდება პუტინის რეჟიმის მხარდამჭერი რუსების დასაცავად. რუსული ოცნების პარტიული მუშაკები ერთ ხმაში საუბრობენ ქსენოფობიასა და შოვინიზმზე! საკუთარ ხალხს ადანაშაულებენ ქსენოფობიაში! ეს უსამშობლო ქართველები ერთეულ პროვოკატორად ასაღებენ მას, ვისაც შეუძლია 5 ათასი რუსის დარაზმვა ქართული ბიზნესის წინააღმდეგ, მხოლოდ იმიტომ რომ ის ქართული ბიზნესიმათგან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას ითხოვს. რუსეთის ოცნებისაა ხელისუფლება, რომელიც ეუბნება ქართველ ხალხს, არ უპასუხოთ რუსს, რომელსაც არ მოსწონს თქვენი ქართული ბიზნესი და თქვენი წესები, და ის თუ აზარალებსთქვენს ბიზნესს, იგი- ან რუსების სურვილებს მოარგეთ, ან დახურეთ ბიზნესი. ამ ხელისუფლებისთვის ეროვნული ღირსების დაცვა - ქსენოფობია და გოიმობაა, ეროვნული ინტერესების დაცვა - პროვოკაციაზე წამოგებაა! რუსული ოცნების ხელისუფლებისთვის ეროვნული ინტერესების დაცვა ომში ჩათრევის მცდელობაა, მშვიდობა კი მხოლოდ კაპიტულაციით მიიღწევა. ჩვენ გვყავს რუსეთის ოცნების ხელისუფლება, რომლისთვისაც კომფორმულობა ცხოვრებისწესია, რომლისთვისაც გამოთქმა: ჩათრევას ჩაყოლა ჯობია ცხოვრებისა და საქმიანობისკრედოა. უსამშობლო პარტია რუსული ოცნების ქართველი ლიდერები გამოდიან და სტატისტიკითჟონგლიორობენ! რომ თურმე წელს ბევრად ნაკლები რუსი ტურისტია ქვეყანაში, ვიდრე 2019 წელს იყო! ყურს იყრუებს და თვალს იბრმავებს, არ უნდა დაინახოს ის საფრთხე რაც გულს უხეთქავს ამქვეყნის ყოველ მოქალაქეს პარტიული კუთვნილების მიუხედავად! ჯიუტად არ აღიარებს იმ საფრთხეს, რომელიც თან ახლავს რუსი მოქალაქეების ნაკადს, არატურისტების, არამედ იმ ადამიანების, რომლებიც ქვეყანაში რჩებიან და მკვიდრდებიან, ყიდულობენ ბინებს, არეგისტრირებენ კომპანიებს, იღებენ ბინადრობის მოწმობებს, ან არცსჭირდებათ ბინადრობის მოწმობა, იმიტომ რომ საქართველოში მთელი წელი, მთელი წელიშეუძლიათ დარჩნენ ვითომ „ტურისტულად" ! რუსეთის მოქალაქეებს ასეთი პირობები არ აქვთ არსად! არც სომხეთში, არც აზერბაიჯანში! ოკუპირებულ ცხინვალშიც კი! რუსული ოცნების უსამშობლო პარტიის ლიდერები გვიმტკიცებენ, რომ საქართველოშიშემოსულ-დამკვიდრებული ათეულ ათასობით რუსი, პუტინის რეჟიმს გამოქცეულია! არადა, ყველამ კარგად ვიცით, რომ საზღვარზე ვისაც აკავებენ და საქართველოში არ უშვებენ, სწორედ დეკლარირებულად ანტიპუტინისტი, დისიდენტი რუსები არიან რა არის გამოსავალი? ამ სიტუაციიდან ერთადერთი რეალური გამოსავალია - რუსული ოცნებისხელისუფლებიდან ჩამოშორებაა. რა თქმა უნდა ნორმალური ხელისუფლების პირობებში ბევრი გამოსავალი იარსებებდა, გულუბრყვილობას არ ვაპირებთ და კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად არანაირმოთხოვნას უსამშობლო რუსულ ოცნებას არ ვუყენებთ! უბრალოდ მსურს ვიცოდეთ რას გააკეთებდა და მომავალში რას გააკეთებს ნორმალური ხელისუფლება: ნორმალური ეროვნული ხელისუფლება, გამჭვირვალეს გახდიდა საქართველოში შემოსულივიზიტორების ვიზიტების მიზნობრიობას! მოახდენდა ვიზიტების მიზნობრიობის ლუსტრაციას. შეზღუდავდა რუს მოქალაქეებზე ბინების გაყიდვას, ბიზნესის რეგისტრაციას და ბინადრობისმოწმობის გაცემას- თუ ისინი არ აღიარებდნრნ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საზღვრებს და იმას რომ რუსეთი ოკუპანტია და ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის20%. სწორედ ეს იქნებოდა მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოში საცხოვრებლად გადმოსულირუსეთის მოქალაქე, აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და არ უქმნის მას საფრთხეს. ნორმალური,ეროვნული ხელისუფლება ასევე შეზღუდავდა ტურისტული ვიზიტი სხანგრძლივობას ერთ თვემდე და ბოლოს, უსამშობლო რუსული ოცნების გასაგონად! ნუ მანიპულირებთ ქართული ღირებულებებით! ყველა პატივს ვცემთ სტუმარ-მასპინძლობის ძირძველ ქართულ ტრადიციას, თუმცა თუსტუმარი რჩება ჩვენს ოჯახში წლების განმავლობაში უნდა მიიღოს და იცხოვროს ჩვენიწესებით, ისწავლოს ენა, აღიაროს ქვეყნის საზღვრები",- ამბობს ნიკა მელია.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)