00:20 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-08 12:18:23, 740 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ვერ მიაღწიეს მიზანს და მეორე ფრონტი ვერ გადმოიტანეს საქართველოში, ახლა უნდათ შეაფერხონ ტურიზმი

ვერ მიაღწიეს მათ მიზანს და მეორე ფრონტი ვერ გადმოიტანეს საქართველოში, ახლა უნდათ შეაფერხონ ტურიზმი და ტურისტების შემოდინება საქართველოში,- ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ტურიზმის სფეროს შეფერხება, აისახება ჩვენს ქვეყანაზე, ქვეყნის ეკონომიკასა და მოქალაქეებზე.

„მე გეტყვით შემდეგ რაღაცას, მიუხედავად მრავალი მცდელობისა, ჩვენი ქვეყანა აი იმ მოღალატეებს, ვინც ეს ომი ვერ ააცილა და არ ააცილა ჩვენს ქვეყანას, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი ყოფილიყო, მათი ეს გეგმა ჩაიშალა და ჩაიშლება ყოველთვის, ამის შემდეგ მათ დაიწყეს, მათ ნახეს, რომ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა არის მთელს მსოფლიოში საქართველოში, არცერთ ქვეყანაში არ მიმდინარეობს ასეთი პროგრესი და მესამე, ახლა ვინაიდან ვერ მიაღწიეს მათ მიზანს და მეორე ფრონტი ვერ გადმოიტანეს საქართველოში, ახლა უნდათ რაიმენაირად დააზიანონ ისევ ჩვენი მოქალაქეები და რითი, ტურიზმი, როცა უნდათ, რომ შეაფერხონ ტურიზმი, ტურისტების შემოდინება საქართველოში, ეს ვისზე აისახება, აისახება ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს ეკონომიკაზე, ჩვენს ხალხზე, ჩვენს მოქალაქეებზე ასე რომ, ერთ რამეს გეტყვით, რომ ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, იყოს სტაბილურობა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიის განვითარება აი ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics