12:06 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-07 15:45:35, 2586 ნახვა

პოლიტიკა
ლიეტუვის საგარეო 2008 წლის ომზე - მაშინ მსოფლიოს უნდა შეეჩერებინა პუტინი, გაკვეთილი ვერ ვისწავლეთ

მაშინ მსოფლიოს უნდა შეეჩერებინა პუტინი, გაკვეთილი ვერ ვისწავლეთ, - ასე ეხმიანება ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წლის გასვლას. 

ლიეტუვა ასევე აღნიშნავს, რომ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. 

"ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. 14 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში. აგრესიამ გვაჩვენა განახლებული და მუდმივად მზარდი რუსული რევანშიზმი. მაშინ მსოფლიოს უნდა შეეჩერებინა პუტინი. გაკვეთილი ვერ ვისწავლეთ. რუსეთი ახლა უკრაინაში უნდა შევაჩეროთ. საკმარისია", - წერია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. ის საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას წარმოადგენს, რომელმაც ქვეყანას უმძიმესი შედეგები მოუტანა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics