|
2022-08-06 11:06:51, 1003 ნახვა
პოლიტიკა
მელია - 20% კი არა, ისე აღმოვჩნდებით მთლიანად ოკუპირებულნი, ოკუპაციის თარიღიც არ გვეცოდინება!
20% კი არა, ისე აღმოვჩნდებით მთლიანად ოკუპირებულნი, ოკუპაციის თარიღიც არ გვეცოდინება!,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება საზოგადოებას ქსენოფობიაში ადანაშაულსბს. „ქართულ საზოგადოებას ქსენოფობიაში ადანაშაულებს საქართველოსავე ხელისუფლება! თურმე, ერთ რომელიღაც პროვოკატორის ეროვნებას რა მნიშვნელობა აქვს, პროვოკაციას არ უნდა ავყვეთ, თორემ ეს ამბავი ცუდად დამთავრდება და ომამდე მიგვიყვანსო. იმ ერთმა რომ ჩვენამდე თავისიანები - ხუთი ათასი რუსი აიყოლია და ქართული ბარი გადათელეს გუგლში, ეგ არაფერი? ე.ი. ინტერნეტშიც აღარ უნდა გავცეთ თურმე პასუხი ოკუპანტს, თორემ შემოგვესევა! ესენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ქვეყანას მტრის ხატითა და გუდიანი კაცით დაშინების პრინციპით მართავენ . 10 წელი ჩვენით აშინებდენ ხალხს - ნაციონალების ხელისუფლებაში დაბრუნებით. ეს ნარატივი რომ შემოაცვდათ, ახლა ომით აშინებენ საზოგადოებას. „ქართული ოცნების“ სტანდარტით - ეროვნული ღირსების დაცვა, ქსენოფობია და გოიმობაა, აი, ოკუპანტის ფექვეშ გაგება კი - კარგი ტონი. დრო ძალიან ცოტა გვაქვს, ამათ ხელში, 20% კი არა, ისე აღმოვჩნდებით მთლიანად ოკუპირებულნი, ოკუპაციის თარიღიც არ გვეცოდინება! ვინ სადაც არ უნდა ვიყოთ ახლა, ზღვაზე თუ მთაში, ქალაქში თუ აგარაკზე, კარგად უნდა დავფიქრდეთ და საბოლოოდ გავიაზროთ - წინ უბრალოდ პოლიტიკურად ცხელი შემოდგომა კი არა, საეტაპო შემოდგომა გველის! ამ შემოდგომით გადაწყდება, გაზაფხული საქართველოში მოვა, თუ ტფილისის გუბერნიაში",- წერს მელია. შეგახსენებთ, რომ გუშინ ქართული ოცნების" დავმჯომარე, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ როცა მხოლოდ ეროვნული ნიშნით, მიახტები ვიღაცას, ეს ქსენოფობიასთან ერთად სიბნელე და გოიმობაა მისივე თქმით, როდესაც ადამიანს გამოყოფთ იმიტომ, რომ არის რუსი ან სხვა ნებისმიერი ეროვნების, თუნდაც იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელ ქვეყანასაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, ეს ქსენოფობიაა და ეს ადამიანი ქვეყნიდან არ უნდა გავაძევოთ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)